გვაქვს დღე სიხარულისა, - გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია

გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). ფოტო: მჟკ
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ესაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა). ჩვენთან საუბარში მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ადრეული ასაკიდან ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვას და რელიგიურ სწავლებას:
,,მოგესალმებით! დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს დღე სიხარულისა, დღე ოჯახის სიწმინდის დაცვისა და მშობლების პატივისცემისა. ეს დღე არის დადგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილიას მიერ. ეს დღე გალამაზდა იმით, რომ ახლადარჩეული პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის პირველი სადღესაწაულო წირვა შესრულდა სამების საკათედრო ტაძარში და მას ესწრებოდა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
ალბათ თქვენ ნახავდით თუ რამდენი ხალხი შეგროვდა ამ დღეს ტაძარში. იყო ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. ყველამ ერთად აღვნიშნეთ და გავიზიარეთ ამ დრის სიხარული.
როგორც პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა: ,,ოჯახი ეს არის ის სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს ქრისტიანულ სიყვარულსა და სათნოებებს, ამიტომაც ჩვენ უნდა დავიწყოთ მცირე ასაკიდან , ჩასახვიდან თანაზიარება ქრისტიანულ სათნოებებზე. გაჩენის შემდეგ ბავშვი უნდა ხედავდეს მშობლები როგორ აღიქვამენ გარე სამყაროს, როგორ პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობიან ბავშვს, უფროსს, უმცროსს და ასეთი შთაგონებით გაზრდილი ბავშვი გახდება ჭეშმარიტი ქრისტიანი და კარგი ადამიანი, რომელიც სიხარულს მოუტანს სხვასაც. ჩვენი ქვეყნის მომავალსაც შექმნის.
ყველას გილოცავთ ამ დღეს. მინდა მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცო. ყველას ვუსურვო ღვთის წყალობა, გამრავლება. ღმერთმა დაგლოცოთ.''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრება 10 ქალაქში გაიმართება.
წაიკითხეთ ასევე
ვატიკანში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და გამოფენა გაიმართა
კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ.
პატრიარქმა ბართლომეოსმა ბულგარეთში ლიტურგიაზე დუმენკო მოიხსენია
ეკლესიაში შეკრებილმა მორწმუნეებმა პატრიარქ ბართლომეოსის მიერ განხეთქილების მოხსენიებას „ანათემა!“ შეძახილებით უპასუხეს.
ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ღვაწლმოსილი პედაგოგები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მანანა კიკნაძესა და ლია რამინიშვილს თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლები და მადლობის სიგელები გადასცა.
ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე აღინიშნა ბაგრატის ტაძარში
ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღავლინა.
უბისის მონასტერში გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს საზეიმო წირვა აღევლინა
საღმრთო ლიტურგია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ეპარქიისა და სტუმარი სამღვდელოების თანამსახურებით აღასრულა.
ეკვადორში მსახურების დროს ჩამოვარდნილმა ჯვარმა კათოლიკე მღვდელი იმსხვერპლა
გუაიაკილის არქიეპარქიამ პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარის გარდაცვალება დაადასტურა — ღვთისმსახურება სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.