საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა ოჯახის სიწმინდის დღეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის აღსანიშნავად აღვლენილ სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ სიტყვით მიმართა მოქალაქეებს:
,,ოჯახი უპირველესად ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს. საქართველოს წარსული მოწმობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ხშირად ქართულ ოჯახში წყდებოდა , როდესაც ომიანობის დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეკლესია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ოჯახურ კერაში იწრთობოდა ჩვენი ენა, ტრადიციები, მტკიცდებოდა სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების იდეა თაობებს გადაეცემოდა. ადამიანი სამშობლოს სიყვარულს უპირველეს ყოვლისა ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება.
ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობების დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის როლი. დღეს, როდესაც ოჯახის სიწმინდეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია უდიდესი მადლიერებით არ გავიხსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ეპოქალური მემკვიდრეობა. სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. მისმა უწმინდესობამ ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში იტვირთა ერის სულიერი მამობა. განუზომელია მისი ღვაწლი დემოგრაფიის მხარდაჭერის საქმეში. მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის ინიციატივამ აღასობით ქართულ ოჯახს გამბედაობა და რწმენა ჩაუნერგა. ამ ტრადიციამ ახალი სული შთაბერა ჩვენს დემოგრაფიულ მომავალს და თითოეულ ჩვენგანს დაანახა , რომ ყოველი ახალი სიცოცხლე ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა. ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის ერთობის , ოჯახური ღირებულებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე!"
მჟკ წერდა, საქართველოს პატრიარქის, შიო მესამეს სიტყვა ოჯახის სიწმინდის დღეს.
წაიკითხეთ ასევე
იერუსალიმის პატრიარქმა უარყო შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის წინადადება
იერუსალიმის პატრიარქმა უარყო შობის საყოველთაო აღნიშვნის ინიციატივა და დაადასტურა იულიუსის კალენდრის დაცვა.
ლატალში წმინდა იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღე საზეიმოდ აღინიშნა
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა იენაშის უძველეს ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა და ფარჯიანების გვარი დალოცა.
მეუფე სვიმეონი წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის საპატრიარქო სკოლას ეწვია
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა მოსწავლეები დალოცა, მათ ახალი სასწავლო გარემოს შესახებ მოუსმინა და უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიტროპოლიტმა სტეფანემ ცხეთის წმინდა გიორგის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვის ფარგლებში, მღვდელთმთავარი ქვედა ცაგერის სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გორისა და ატენის ეპარქიას მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
29 სექტემბერს ეპარქიას ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების წარმომადგენლები და პატრიარქის მრჩეველი სტუმრობდნენ.
ციხისჯვარში საღმრთო ლიტურგია ბერძნულ ენაზე აღესრულა
წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურებას ადგილობრივი მრევლი და ბორჯომიდან ჩასული მომლოცველები დაესწრნენ.