ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი

ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი

ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი

ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი ცხოვრობდა IX-X საუკუნეებში. იგი ღვთისმოშიში ოჯახის შვილი იყო: ჯერ მისი მშობლები, შემდეგ კი ძმები - პავლე, დიონისე და პლატონი - ბერებად აღიკვეცნენ. წმიდა პეტრემ გულმოდგინე მოღვაწეობა დაიწყო.

მისი მსახურების შესახებ ეუწყა იტალიის ეპისკოპოს ნიკოლოზს (895 წლიდან კონსტანტინეპოლის პატრიარქს), რომელმაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა მოინდომა, მაგრამ წმიდა პეტრემ უღირსად მიიჩნია თავი და შორს დაიჭირა ეს წინადადება. მაშინ ნიკოლოზმა პეტრეს ძმას, პავლეს დაასხა ხელი კორინთოს ეპისკოპოსად, წმიდანი კი მასთან ცხოვრობდა, მდუმარების ღვაწლს შედგომილი. ერთი წლის შემდეგ ეპისკოპოს პავლესთან მოვიდნენ არგოსელები და ითხოვეს, მათ ეპისკოპოსად წმიდა პეტრე დაედგინათ.

ხანგრძლივმა და მხურვალე ვედრებამ გაჭრა: წმიდანი დათანხმდა. ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა პეტრე გულმოდგინედ იღწვოდა სამწყსოსთვის. მფარველობდა ყველა გაჭირვებულს, განსაკუთრებით კი ქვრივ-ობლებზე ზრუნავდა. წმიდა პეტრემ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი მიცვალების დღე და აღესრულა 70 წლის ასაკში. მისი წმიდა ნეშტი 1421 წელს გადაასვენეს არგოსიდან ნავპოლიაში. მღვდელმთავრის მირონმდინარე ნაწილებთან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

სოფელ ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან 37 წლისთავზე სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მისი ღვაწლი გაიხსენეს და სულის მოსახსენებელ პანაშვიდში მიიღეს მონაწილეობა.

ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა

ათონის მთის ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი ბოდბეში 14 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე

,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნეტარ ანდრიას მოიხსენიებს

ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე

,,დიდია დღეს ჩვენი სიხარულისა და მადლიერების მიზეზი! წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს.''

პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე

,,ამ დღესასწაულის სათავეებთან დგას საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმინდა ნინო.''