ახლად არჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის სიტყვა

ახლად არჩეული უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III
ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამადლობელი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული კრების დასასრულს.
,,ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო!
ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც.
უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოიღო ჩემს უღირსებაზე.
მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, ღირს მამა შიოს მღვიმელს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს - წმინდა ღირს ალექსი სენაკელს (შუშანიას) და სხვა ჩვენს სასიქადულო მოღვაწეებს, დიდ წმინდანებს, შემწეობისა და მფარველობისთვის.
მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის, თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართვისათვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს.
განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისათვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის.
დიდი მადლია და წყალობა ღვთისა. ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლისა და მსახურების მოცემა და დაკისრება ჩემზე. გაცნობიერებული მაქვს, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადე და პატივი, მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება.
ვსასოებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, წმინდანთა დასს, ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვას, ასევე, ქართველი ხალხის ლოცვას და სიყვარულს.
გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის! ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარულითა და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იშვიათია წმინდანი წელიწადში სამჯერ იხსენიებოდეს, - მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი.
წაიკითხეთ ასევე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: შეხვედრა მტკივნეული საკითხების მოგვარების იმედია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტისა და შეხვედრის მთავარი საკითხების შესახებ ისაუბრა.
ლევან მაჭავარიანი: ,,ყველა ქარტეხილი დავძლიეთ, რადგან ქრისტიანობა გვაერთიანებდა''
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა
კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამოვიდნენ — შეხვედრას საქართველოსა და სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დელეგაციების შეხვედრაზე მიბრძანდა
სასტუმრო „შერატონში“, სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები შეიკრიბნენ.
შერატონში მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს
ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დაესწრება.
მეუფე სტეფანემ ლასურიაშის საჯარო სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ლასურიაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში წირვა აღასრულა.