„მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლაში
განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტის – „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტის – „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა.
ღონისძიების ფარგლებში სკოლას ეწვია რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ფიფია, რომელმაც მოსწავლეებთან გამართა დიალოგი სულიერ, ზნეობრივ და ცხოვრებისეულ საკითხებზე. შეხვედრა წარიმართა საქმიანი და კონსტრუქციული კომუნიკაციის გარემოში.
პროექტი ხორციელდება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით.
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეთა თვითმმართველობას ინიციატივისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის, აგრეთვე რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ არჩილ ფიფიას, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობისა და შინაარსიანი შეხვედრისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ,,დავითიანნის“ ქველმოქმედება — პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისთვის 300-მდე ადამიანი დააპურეს.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.