ლევილის ქართველთა მამული განახლების ფინალურ ეტაპზეა, რომელის გახსნაც მიმდინარე წელს იგეგმება

ლევილის ქართველთა მამული. ფოტო: კულტურის სამინისტრო

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შატოს, ე.წ. ორანჟერეასა და ჰამოს შენობებს, პოლკოვნიკ წერეთლის სახლს, ბიბლიოთეკას, ადმინისტრაციულ შენობასა და მამულის გალავანს. ტერიტორიაზე ასევე გაშენდა ქართული ვენახი.

პარალელურად, დასასრულს უახლოვდება ტრადიციული ქართული ოდისა და სამზარეულოს მოწყობა, სადაც ქართული რესტორანი განთავსდება. აქტიურად მიმდინარეობს პარკის ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების პროექტიც — ეწყობა გარე საპირფარეშოები და სარწყავი სისტემა, განახლებულია სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები.

მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება ხელოვანთა ატელიეების, შიდა გზების, ავტოსადგომებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. სექტემბრამდე კი შატოში გაიხსნება პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცე; აღიჭურვება ბიბლიოთეკა, საცავი და მედიათეკა; მოეწყობა ფრანგული ბაღი, ხოლო შესასვლელში განთავსდება სუვენირების მაღაზია.

„ლევილის მამულში ძალიან ბევრი სამუშაო დასრულებულია. ვფიქრობ, რომ წელს ლევილის ქართველთა მამულს საზეიმოდ გავხსნით. ეს იქნება ადგილი, საიდანაც საქართველო კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავისი კულტურის, ისტორიისა და იდენტობის დიდ მნიშვნელობას“, — განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მინისტრთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ყურაშვილმა, ლევილის მერმა ერიკ ბრევმა და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლუდვიგსბურგში მართლმადიდებლურ ლიტურგიაში მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მონაწილეობდა.

ღირებულებითი განათლების კლუბების დაფუძნება სკოლებში გრძელდება

პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი სასულიერო პირი გადამზადდა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს კი საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

გუშინ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მრევლს საეკლესიო ახალი წელი მიულოცა, მოსწავლეებსა და სტუდენტებს კი ახალი სასწავლო წლის დაწყება და სწავლაში წარმატებები უსურვა.

ყინწვისის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დიდ სქემაში აღიკვეცა

ბერი ნაუმი (მაჭუტაძე) დიდ სქემაში აღკვეცისას წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატივსაცემად იოანეს სახელით იკურთხა.

ბრიტანეთში მართლმადიდებელი იერარქები ევთანაზიის წინააღმდეგ გამოვიდნენ

მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა ევთანაზიის ლეგალიზაციის შედეგების შესახებ გააფრთხილეს და სხვა ქვეყნების გამოცდილება მოიშველიეს.

სოფელ ფლავში საზღვრისპირა სოფლების დალოცვის ფარგლებში პარაკლისი აღესრულა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ფლავში პარაკლისი აღესრულა.

ქარელში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა აკურთხეს

ინდიქტიონის დაწყების, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა სამრევლო სკოლა აკურთხა და მოსწავლეებს სასწავლო-სულიერი საქმიანობის დაწყება დალოცა.