სასულიერო პირებისთვის პროფესიული გადამზადების ორდღიანი კურსი ჩატარდა

პროფესიული გადამზადების ორდღიანი კურსი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის პროფესიული გადამზადების ორდღიანი კურსი ჩატარდა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა ეპარქიაში გრძელდება სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება თემებზე – „ღირებულებითი განათლება“ და „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები“.
გადამზადების პირველი ეტაპი ამა წლის 16–17 აპრილს შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის ჩატარდა და მას უძღვებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი, ამავე პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე და ფსიქოლოგი რუსუდან კილაძე.


გადამზადების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ „ღირებულებითი განათლების“ ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
გადამზადების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საბაზისო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
სამომავლოდ, აღნიშნული გადამზადების პროგრამის განხორციელება დაგეგმილია სხვა ეპარქიების სასულიერო პირებისთვისაც.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, 18 აპრილი ოპტინის უდაბნოში მოკლული სამი ბერის ხსოვნის დღეა.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს

მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.