ატენის დედათა მონასტერში დიდი მწუხრის ლოცვა აღევლინა

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ დიდი მწუხრის ლოცვა შეასრულა. ფოტო: ეპარქიის გვერდი
12 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ატენის დედათა მონასტერში დიდი მწუხრის ლოცვა აღავლინა. წირვის დასასრულს, სიყვარულის მწუხრის ტრადიციისამებრ, სახარება ქართულთან ერთად, ლათინურ, ბერძნულ, ინგლისურ, ფრანგულ და სლავურ ენებზე წაიკითხეს.
აღდგომის „სიყვარულის მწუხრი“ სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ ქრისტეს აღდგომის უწყება მთელი მსოფლიოსთვისაა განკუთვნილი.
ატენის სიონი (VII საუკუნის I ნახევარი) ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც გამორჩეულია როგორც თავისი არქიტექტურით, ისე უნიკალური წარწერებითა და ფრესკებით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, სერბეთში რუმინელმა და სერბმა მართლმადიდებლებმა ერთობლივი მსვლელობა გამართეს.
წაიკითხეთ ასევე
იორდანიაში დაკრძალვის ცერემონიისას ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები ეკლესიაში მანქანით მივიდნენ, ცეცხლი გახსნეს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საბერძნეთში წმინდა ნექტარიოს ეგინელიზე ფილმს გადაიღებენ
სერიალს გადაიღებს კინოსტუდია „წმინდა მაქსიმე ბერძენი“.
დღეს იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება
გადმოცემის მიხედვით, ეს წმინდა ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მე-15 წელს თვით წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა გეთსიმანიაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხალთის ეპარქიაში წირვას აღავლენს
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს.
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულ ფილიპეს მოიხსენიებს
იერუსალიმის ეკლესიის დევნის დროს სამარიაში იქადაგა ქრისტეს სჯული, სადაც მრავალი ადამიანი მოაქცია და მოინათლა.
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.