დიდი პარასკევის დილა იერუსალიმში

ეკლის გვირგვინი. ფოტო: მჟკ

ეკლის გვირგვინი. ფოტო: მჟკ

დიდი ხუთშაბათის საღამოს, ვნების წირვის შემდეგ, აღდგომის ეკლესია დაკეტილი დარჩა დიდი პარასკევის დილამდე, შემდეგ კი დადგენილი წესდების შესაბამისად ხელახლა გაიხსნა.

დღეს, დიდ პარასკევს დილით, უფლის გავლილი გზის გახსენება პრეტორიუმიდან, სადაც ჯვარცმის განაჩენი გამოტანილი იყო, გოლგოთამდე შედგა. უფლის ხატი არაბული წარმოშობის პელას მიტროპოლიტმა ფილუმენოსმა ტვირთა, სიონის საპატრიარქო სკოლის მოსწავლეებთან ერთად.

მსვლელობა ვია დოლოროსას გავლით მიჰყვა შესვენებითა და ლოცვებით. ბოლო ლოცვა აღდგომის ეკლესიის წინ, წმინდა ეზოში შესრულდა. მსვლელობა გოლგოთაზე დასრულდა, სადაც გარდამოხსნა აღესრულა.

ჯვრიდან გარდამოხსნის სამგლოვიარო პანაშვიდი აღდგომის ეკლესიაში დღის მეორე ნახევარში გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ვნების შვიდეულის პარასკევი, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.