სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავთან მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა პანაშვიდი აღავლინა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

2026 წლის 23 მარტს, ახლადშესვენებული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საფლავთან, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდი აღევლინა.

ამ თემაზე სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავზე პანაშვიდი აღევლინა

პანაშვიდი მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) გადაიხადა.

სიონის ტაძარში ყოველდღიურად აღევლინება პანაშვიდები ილია II-ის სულის მოსახსენებლად. მრევლი და მოქალაქეები ტაძარში მიდიან, რათა პატივი მიაგონ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბულგარეთის პატრიარქი ილია II-ზე: „ჩვენ გავაცილეთ ადამიანი, რომლის მსახურებაც უდიდესი კურთხევა იყო საქართველოსთვის“.

წაიკითხეთ ასევე

28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოსებ ალავერდელს მოიხსენიებს

ღირსი მამა იოსებ ალავერდელი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულ ასურელ მამათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო და კახეთში ქრისტიანული სარწმუნოებისა და მონაზვნური ცხოვრების განმტკიცებას ემსახურებოდა.

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

ბოლნისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ცურტავის წმ.ქეთევანის ტაძარში ლიტურგია აღავლინა

წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს სადღესასწაულო მსახურება ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შესრულდა.

პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.

ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას

პატრიარქმა შიო III-მ ჯვრის მნიშვნელობაზე, ადამიანის სულიერ ჯვარზე და აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე ისაუბრა.