ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა — საფრთხე ისტორიულ ტაძრებსაც ემუქრება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა.ფოტო: ღია წყარო

2026 წლის 11 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სოფელი სტიქიის ზონად მიიჩნევა. მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საფრთხე სოფელში არსებულ ისტორიულ ტაძრებსაც ემუქრება.

სოფელ კურსებში ორი მნიშვნელოვანი ეკლესია მდებარეობს. ქვედა კურსებში არის დარბაზული ტიპის კურსების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ქაშვეთის სახელითაც არის ცნობილი. ხოლო ზედა კურსებში მდებარეობს XII საუკუნით დათარიღებული „ზენობნის“ მაცხოვრის სახელობის ეკლესია, რომელიც ქართული საეკლესიო არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლად მიიჩნევა.

2026 წლის მარტის მდგომარეობით, მეწყრული პროცესების მიუხედავად, ორივე ტაძარი გადარჩენილია. თუმცა სპეციალისტების შეფასებით, თუ სტიქიური პროცესები გაგრძელდება, არსებობს საფრთხე, რომ მომავალში მეწყერმა ეკლესიებიც დააზიანოს ან სრულად გაანადგუროს.

ადგილობრივები და სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას და იმედოვნებენ, რომ შესაძლებელი იქნება ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის მქონე ძეგლების დაცვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გარდაიცვალა სანაგირის მამათა მონასტრის მონაზონი თეოდოსი (მძელური).

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.