საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი წმინდანები
საილუსტრაციო ფოტო: მჟკ
იოანე ათონელი / მთაწმიდელი / ქართველი († 1005 წ.)
X-XI საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე; ათონის (=მთაწმიდის) ქართველთა მონასტრის _ ივირონის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი; შესანიშნავი ქართველი მთარგმნელისა და მწიგნობრის, ეფთვიმე ათონელის მამა; საქართველის ეკლესიის წმინდანი. იოანე ათონელის ხსენებას საქართველოს ეკლესია აღნიშნავს 12/ 25 ივლისს.
მოღვაწეობის ადგილი: სამხრეთ საქართველო, საბერძნეთი, მცირე აზია.
იოანე ათონელი ჩორდვანელთა სახლს _ სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ და გავლენიან არისტოკრატიულ საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. იგი ათონელი დავით კურაპალატის ეპოქის ერთ-ერთი უპირველესი და უწარჩინებულესი ერისმთავარი იყო. სახელოვანი წინაპრებისა და დიდებული მშობლების შთამომ,ავალი. ჩინებული მეომარი სიბრძნითაც იყო შემკული, რის გამოც იოანეს გამორჩეულად აფასებდა დავით კურაპალატი. შემდეგში იოანემ დატოვა ცოლ-შვილი და ბერად აღიკვეცა ოთხთა ეკლესიის ლავრაში (ტაო-კლარჯეთში, ამჟამად თურქეთში). მისი ცოლ-შვილი კი სიმარმა, აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს თავისთან.
გარკვეული ხნის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა მეფე დავით კურაპალატს მძევლები მოსთხოვა. სხვა წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მძევლებად გააგზავნეს იმპერატორის კარზე, ეფთვიმეც აღმოჩნდა. ამის გაგებისთანავე იოანემ გაამხილა თავისი ვინაობა და კონსტანტინოპოლში მდებარე მეფის სასახლისაკენ გაემართა. სამეფო კარზე ყველანი იცნობდნენ აბუჰარბს, იოანეს სიმამრს, ამიტომ ბერძნები დიდი პატივით შეხვდნენ იოანეს. აქვე იყო აბუჰარბიც, რომელსაც იოანემ მწარედ უსაყვედურა: განა თქვენ საკუთარი შვილები არ გყავდათ, რომ მძევლად გამოგეგზავნათ იმპერატორის კარზე? ჩემთვის ცხადია, რომ თქვენ საკუთარი შვილები ვერ გაიმეტეთ და ჩემი ძე, როგორც ობოლი, გაწირეთ მძევლად~. მეფეთა თანხმობით იოანემ თავისი შვილი მძევლობისგან დაიხსნა და ისევ უკან, ულუმბოს მთაზე დაბრუნდა.
ულუმბოს მთაზე მალე გაითქვა იოანეს სახელი. იგი შეწუხდა იმ დიდი პატივის გამო, რასაც მის მიმართ იჩენდნენ ბერძნები და ქართველები, ამიტომ ისევ უცხოებაში წავიდა _ ეფთვიმესთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე და ათანასეს დიდ ლავრაში დამკვიდრდა. იოანეს არც აქ გაუმჟღავნების თავისი ვინაობა და სიმდაბლით იტვირთა მზარეულის მოვალეობა, რასაც ორი წლის განმავლობაში ასრულებდა.
ულუმბოს მთაზე, იოანესთან ჩავიდა მონაზვნად აღკვეცილი დიდი თორნიკეც, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ იოანე ათონზე იყო გადასული, თვითონაც იქითკენ გაეშურა და იოანეს ხელიდან მიიღო მონაზნად კურთხევა. მათი ვინაობის დამალვა უკვე აღარ შეიძლებოდა, ყველამ გაიგო მათი ვინაობის შესახებ. დიდი ათანასეს გაგებული ჰქონდა თორნიკეს საგმირო საქმეების შესახებ და დიდ პატივს მიაგებდა ქართველ ბერებს. იოანესა და თორნიკეს ათონზე ყოფნის გამო უამრავმა ქარველმა ბერმა მიაშურა მთაწმინდას და როდესაც ძალზე განმრავლდა ათანასეს ლავრაში მცხოვრები ქართველი ბერები რიცხვი, იოანემ და თორნიკე, ათანასეს კურთხევით, ერთ მშვენიერ ადგილზე ააშენეს იოანე მახარებლის ეკლესია და სენაკები ბერებისათვის. ეს უნდა მომხდარიყო 969 წლამდე.
ამ დროს ბიზანტიელი დიდებული, ბარდა სკლიაროსი, აუჯანყდა ბიზანტიის მცირეწლოვან იმპერატორებს. ბიზანტიელებმა ათონის მთიოდან დაიბარე სთორნიკე, საქართველოში გააგზავნეს და მისი პირით ითხოვეს დახმარება. ქართველთა 12.000-იან ლაშქარს სათავეში თორნიკე ერისთავის ჩაუდგა და ბიზანტიელებთან ერთად შეებრძოლა აჯანყებულ სარდალს. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 979 წელს, სკლიაროსი დამარცხდა, დავით კურაპალატმა კი გაწეული დახამრებისათვის ბიზანტიელებისაგან `ზემონი ქუეყანანი~ მიიღო სამფლობელოდ, თორნიკე კი უამრავი ძვირფასეულობითა და განძეულობით დაასაჩუქრეს.
გამარჯვების შემდეგ თორნიკე ისევ ათონს დაუბრუნდა. იოანეს და თორნიკემ გადაწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო, აეშენებინათ საკუთარი მონასტერი. იოანეს ეძნელებოდა ეს საქმე, მაგრამ ქართველებისა და თორნიკეს განსასვენებლად თავიდვა ეს საქმე. მოძებნეს მშვენიერი ადგილი, ააშენეს ორი ეკლესია ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე, მონატრისათვის იყიდეს მრავალი მიწა და ადგილები დაყუდებულთა საცხოვრისთათვის. მეფეებმა ქართველებს ოქრობეჭდით დაუმტკიცეს თავინთი საკუთრება და უფლებები. მონასტრის მშენებლობა ქარველებმა დაიწყეს 980 წელს და სამი წლის თავზე, 983 წელს დაასრულეს.
აღმოსავლეთიდან ჩამოსულ თორნიკეს მრავალი სახელგანთქმული მონაზონი ჩამოჰყვა ათონზე, ასე რომ ქართველი ბერების რიცხვი ძალზე გაიზარდა. თავდაპირველად ქართველ მამებს სურდათ, რომ მონატერში მხოლოდ ქარველები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა _ ქართველთაგან არავის ჰქონდა ზღვაოსნობის გამოცდილება, ათონის ნახევარკუნძულზე კი ყველაფერი ზღვით შემოჰქონდათ. ამას გარდა, ივირონის მსგავსი ვრცელი ლავრის შესანახად საჭირო იყო აგრეთვე კალატოზის, ხუროს, მჭედლის და სხვა ხელოსნების გამოცდილებაც.
იოანემ თავის შვილს, ეფთვიმეს ადრიდანვე შეამჩნია მწიგნობრული ნიჭი და შვილს სთხოვა, ხელი მიეყო ბერძნულიდან თარგმნისათვის, რადგანაც ქართულ ენაზე იმ დროს არ მოიპოვებოდა მრავალი წიგნი. ეფთვიმე დამორჩილდა მამის ნებას, შეუდგა საეკლესიო წიგნების გადმოთარგმნას ქართულად და ყველანი განაცვიფრა თავისი ნიჭიერებით. ეფთვიმეს ბიოგრაფის სიტყვებით, ეფთვიმესნაირი მთარგმნელი არასოდეს ყოფილა ქარველებს შორის და საეჭვო იყო, რომ მომავალში გამოჩენილიყო ვინმე. ჩვენამდე მოაღწია იოანე ათონელი ანდერძმა. იგი დაცულია რომელიც დაცულია იოანე ოქროპირის ერთ-ერთ თხზულებაში `მათეს თავის სახარების თარგმანებაში~, რომელიც ეფთვიმეს მიერ არის თარგმნილი. თავის ანდრეძში იოანე მოგვითხრობს, თუ რიგორ წუხდა იმის გამო, რომ ქართყლად საკმარისი რაოდენობით არ იყო თარგმნილი ქრისტიანული წიგნები; თუ როგორ განსწავლა ეფთვიმე ბერძნული სწავლებით და დაავალა, აღმოეფხვრა ეს ნაკლი. ანდერძსი იოანე ჩამოთვლის აგრეთვე თავისი შვილის მიერ თარგმნილ თხზულებებს. ფაქტობრივად, იოანე სათონელის ანდერძის სახით ჩვენ საქმე გვაქვს პირველ ქართულ ბიბლიოგრაფიულ შრომასთან.
ათონის მონასტერს მამა იოანე განაგებდა. თავად თორნიკემაც სრულიად უარყო თავისი ნება და თავი იოანეს დაუმორჩილა. თუკი შესაძლებელი იყო, იოანეს ბრძანების გარეშე წყალს არ დალევდა, სიტყვასაც კი არ იტყოდა. მამა იოანე დიდი მორიდებით ეპყრობოდა თორნიკეს და პატივს სცემდა მის სიბერეს.
თორნიკე დაახლ 985 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ იოანემ შვილითა და რამდენიმე მოწაფით მოისურვა გამგზავრება ესპანეთში, რადგან სმენოდა, რომ მრავლად ცხოვრობდნენ ქართველები, მაგრამ განზრახვის შესრულება ვერ შეძლო. მალე იოანე მძიმედ დაავადდა ნეკრესის ქარებით. იგი მრავალი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი და საშინელი ტკივილები ტანჯავდა. თავისი უძლურების გამო იოანე ვეღარ უძღვებოდა მონასტერს და მონასეტრზე ეფთვიმე ზრუნავდა. როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, დიდი ვედრებით დაითანხმა თავისი შვილი, ეფთვიმე, იგი გაძღოლოდა ივირონს. ისიც დაუბარა ეფთვიმეს, რომ მის მომდევნო წინამძღვრად გიორგი დაედგინა, სახელგანთქმული კაცი, კარგი მოღვაწე და მათი ნათესავი. გიორგისაც დაუბარა, თავის შემდგომ თვითონვე შეერჩია წინამძღვარი. შემდეგ დამოძღვრა თავისი ძმები და სული ეფთვიმეს ხელში დალია. ეს მოხდა 1005 წლის 14 ივნისს.
ეფთვიმემ მამის ცხდარი ჯეროვანი პატივით დაკრძალა და ის სამარხზე წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესია ააშენა.
ეფთვიმე ათონელისა და მამამისის, იოანე ათონელის ხსოვნის უკდავსაყოფად დაიწერა იოანე და ეფთვიმე ათონელების ცხოვრება, რომლის ავტორიცაა ცნობილი ქართველი მწერალი და მწიგნობარი გიორგი ათონელი. (1009-1065 წწ.) იოანე და ეფთვიმე ათონელების უდიდეს ავტორიტეტზე მეტყველებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ეფთვიმე ათონელი საბერძნეთის ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული. გიორგი ათონელის თხზულება ადრევე თარგმნეს ბერძნულ ენაზე. ჩვენამდე მოღწეულია ორი ბერძნული თხზულება: `ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა მამის ჩვენისა ეფთვიმე ბერისა~ და `ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოვანესი, ეფთვიმესი და გიორგისი, წმიდისა და დიდისა ივერთა ლავრის მასენებელთა.
ღირსი ექვთიმე ათონელი, მთარგმნელი (+1028)
ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი დაიბადა X საუკუნის სამოციან წლებში. საოცრად და განსაკუთრებულად დაიწყო წმიდანის ცხოვრება: მამამისი წმიდა იოანე მთაწმინდელი ერისკაცობაში საქართველოს მეფის დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო. წმიდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, რადგან ჰქონდა „ცეცხლი იგი ქრისტეს სიყვარულისაჲ გულსა მისსა მძაფრად აღტყინებული“; ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და იქ მოღვაწე მამებისაგან მიიღო მონაზვნობის კურთხევა.
იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. ამ დროს ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევალთა შორის აღმოჩნდა იოანეს მცირეწლოვანი შვილი, ექვთიმე.
ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანემ გვიან გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი, ვერ მოითმინა, ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გამოსთხოვა, სიმამრს კი წყენით უთხრა: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ“. იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა.
მალე მთელ ულუმბოსა და მის შემოგარენს მოეფინა ღირსი იოანეს სახელი, მას „პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი“, ამიტომ „კუალად უცხოებასავე მიჰმართა“ - თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა და ღირსი ათანასე დიდის (ხს. 5 ივლისს) ლავრაში დაეყუდა.
სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვედლთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცვად დაემხო.
როცა წმიდა იოანე ეკლესიიდან სენაკში შებრუნდა, მაშინვე ეცა ნელსაცხებლის საამო სურნელი და ნახა, რომ რამდენიმე წუთის წინ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ყრმა სრულიად ჯანმრთელი იჯდა. მან მამამისს მოუთხრო, რომ სანამ ის ეკლესიაში იყო წასული, მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: „რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?“ - „მოვკუდები, დედოფალო“, - მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი“. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული „აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა“.
ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთმა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“.
წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმინდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: „მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა“. მეფე ჟამით-ჟამამდე შეკვეთას აძლევდა ათონელ მამას.
ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: „ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი“.
მამის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ექვთიმე გახდა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს.
მრავალი სასწაული ქმნა მამა ექვთიმემ: ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამამისი ღირსი იოანე ცოცხალი იყო, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხმა თვემ უწვიმრად გადაიარა, ხე და ვენახი გახმა, მიწა დასკდა. მამა იოანემ შვილს უბრძანა: „წარიყვანენ ძმანი და წარვედით ეკლესიასა წმიდისა ელიაჲსსა და ღამე ათიეთ და ჟამის-წირვაჲ აღასრულეთ“. წირვაზე სახარების კითხვისას ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმიდა ზიარების დაწყებისას კი - წვიმა წამოვიდა.
ფერისცვალების დღესასწაულზე, ათონის მთაზე სალოცავად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ცეცხლის ალში გახვეული მამა ექვთიმე. ხალხი მუხლებზე დაემხო მის წინაშე, ექვთიმემ კი დაამშვიდა ისინი: „ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაჲ საღმრთოჲ იქმნა და ქრისტემან თჳსი დღესასწაული ადიდა“.
მამა ექვთიმემ თავის მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაადგინა, რომლის აღსრულებაც ყველასთვის სავალდებულო იყო.
ეშმაკმა ვერ აიტანა მამა ექვთიმეს და მისი მონასტრის ძმების ასეთი ღვთვისათნო მოღვაწეობა და რაოდენ საოცარია, რომ ბოროტმა ძალამ წმიდა მთაზეც კი იპოვა მისი ნების შემსრულებელი და ორჯერ მკვლელი მიუგზავნა წმიდა ექვთიმეს, მაგრამ ღვთის განგებამ დაიცვა ექვთიმეს სიცოცხლე და ორივეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.
იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ რომელსაც „დიდი სარწმუნოებაჲ და სიყუარული ჰქონდა მისა მიმართ ღირსებისა მისისათჳს“, წმიდა ექვთიმე სამეფო კარზე დაიბარა, ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ექვთიმეს და ცრემლით უთხრა: „ვაჲმე უბადრუკსა, რამეთუ არღარა ოდეს გიხილო შენ ხორციელად, ჰოი, წმიდაო მამაო!“ ღირსმა ექვთიმემ დაუდასტურა წინასწართქმული.
იმპერატორმა დიდი პატივით ისტუმრა ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულის შემდეგ მამა ექვთიმემ მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. მას ახლად ნაყიდი ჯორი შეუკაზმეს. გზაზე შავით მოსილი გლახაკი გადაუდგა და მოწყალება სთხოვა. ღირსმა მამა ჯიბეში ჩაიყო ხელი, მაგრამ ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდა, აიწყვიტა და წმიდანი ძირს ჩამოაგდო.
მომაკვდავ მამა ექვთიმეს მთელი საბერძნეთი დასტიროდა.
ლოცვით და ღმრთის დიდებისმეტყველებით აღესრულა წმიდა ექვთიმე და „წარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ღმერთსა“ (+1028).
წმიდა ექვთიმე ათონის მთაზე დაკრძალეს „სამარხოსა ლუსკუმასა ტაძარსა შინა წმიდისა იოანე ნათლისცემლისასა“.
გიორგი მთაწმინდელი - (ათონელი) (1009-1065/66), საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი, ათონის ქართული სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი (ეფთვიმე მთაწმიდელთან ერთად).
გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფია დაწვრილებითაა აღწერილი მისივე მოწაფის, გიორგი მცირის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში – „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“. ამ ძეგლის მიხედვით, გიორგის მამა-პაპა სამცხიდან ყოფილა, თვითონ კი თრიალეთში დაიბადა, მორწმუნე და ღვთისმსახური მშობლების ოჯახში. მამას იაკობი ერქვა, დედას – მარიამი. იაკობი მეფე გიორგი I-ის (1014-1027) ახლობელი და ერთგული თანამოაზრე იყო; მეფე მას ზოგჯერ საპასუხისმგებლო („საერთგულო“) მისიით გზავნიდა სპარსეთში. დაკისრებულ მოვალეობას იაკობი ყოველთვის წარმატებით ასრულებდა და მეფის მადლობასაც იმსახურებდა იაკობსა და მარიამს ექვსი შვილი შეეძინათ – სამი ვაჟი და სამი ქალი. გიორგი მესამე შვილი იყო, რომელიც თეკლასა და თეოდორეს შემდეგ შეეძინათ მშობლებს. შვიდი წლისა რომ გახდა თეკლა, მშობლებმა იგი, აღთქმის მიხედვით, ღმერთს შესწირეს და აღსაზრდელად ჩააბარეს ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარს, საბაიას (სამცხეში). ამავე მონასტერს მიაბარეს მშობლებმა შვიდი წლის გიორგიც, ისიც საღვთო შესაწირავად, რათა სამონაზვნო ღვაწლით ემსახურა ღვთისთვის. ტაძრისში ყრმა გიორგი თავისი დისგან სწავლობდა საღვთო წერილს და იმთავითვე გონების სიმახვილესა და სიბეჯითეს იჩენდა. ამ მონატერში იგი სამ წელიწადს დარჩა, შემდეგ კი გადაიყვანეს ხახულის მამათა მონასტერში, სადაც იღვწოდნენ მისი ბიძები – გიორგი მწერალი, კურაპალატის მწერალთა უფროსად ნამსახურევი, და საბა, წრფელი და უმანკო კაცი ყოველი სიკეთით შემკული გიორგი რომ იხილეს, ბიძებმა იგი წარუდგინეს მონასტრის მამასახლისს, მაკარის, აგრეთვე ამ მონასტრის დიდ მოღვაწეს, ბასილის (ბაგრატ III-ის ძეს). მოძღვრად კი განუწესეს სათნოებით განთქმული ბერი ილარიონ თუალოელი. მისი ხელმძღვანელობით გიორგი დღითიდღე წარემატებოდა სულიერად და სრულად განისწავლა საეკლესიო და სამღვდელო საკითხებში. ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილის ყველა წიგნი, რაც კი ქართულ ენაზე მოიპოვებოდა, ასევე საწელიწდო საგალობელნი და ყოველგვარ გალობათა შეწყობაც.
ხახულში ორიოდე წლით ყოფნის შემდეგ ყრმა გიორგი ბიძამისმა, გიორგი მწერალმა წაიყვანა სამცხის ერთ წარჩინებულ ოჯახში, ფერის ჯოჯიკის ძესთან, ბასილ ბაგრატის ძის დის სიძესთან. ფერისმა და მისმა მეუღლემ გიორგი მწერალი სულიერ მოძღვრად მიიწვიეს თავიანთ კარზე და ყველა საქმე, როგორც სულიერი, ისე ხორციელი, მას მიანდეს. გიორგი მწერალმა თავისი ძმისწული, ყრმა გიორგიც თან გაიყოლა, რადგან თვითონ მოხუცებული იყო და გიორგის დახმარება სჭირდებოდა ზეპირი კანანახების, წიგნის კითხვისა და მომსახურებისთვის. ყრმა გიორგი შვილივით შეიყვარეს ფერისმა და მისმა მეუღლემ.
ოჯახის ბედნიერი ცხოვრება მალე დაირღვა. ფერისს ღალატი და განდგომილება დასწამეს და ბასილი კეისრის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მისი ქვრივი კი, შვილებითა და შინაყმებითურთ წაიყვანეს კონსტანტინოპოლში, სადაც მათ თორმეტ წელიწადს მოუწიათ ყოფნა. ასე მოხვდა ყრმა გიორგი სატახტო ქალაქში. გიორგი მწერლისა და ფერისის ქვრივის მზრუნველობით იგი მიაბარეს კონსტანტინოპოლის საუკეთესო სასწავლებელში, სადაც გამოცდილი მოძღვარნი, ფილოსოფოსნი და რიტორნი წვრთნიდნენ. სწავლის 12 წლის განმავლობაში ყრმა გიორგიმ სრულად მოიკრიბა სწავლისადმი გულმოდგინება, სიბეჯითითა და გონების სიმახვილით ყველას აჯობა და სწავლულების ბრწყინვალებით ყველა გააკვირვა.
შემდეგში, როდესაც კეისრის ბრძანებით კვლავ თავისსავე მამულში დააბრუნეს გიორგის მფარველი ღვთისნიერი დედაკაცი, მან გიორგი მის ბიძასთან ერთად თან წაიყოლა. იქ შეიტყვეს, რომ გიორგის დედა გარდაცვლილიყო, მამა კი ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა. ძმამ, გიორგი მწერალმა, ისიც ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში მიიწვია და ერთად ცხოვრობდნენ, ყრმა გიორგი კი ხახულში დაბრუნდა მეორე ბიძასთან, საბასთან.
ოცდახუთი წლისა რომ გახდა, გიორგი მონაზვნად აღიკვეცა თავისი მოძღვრის, ილარიონ თუალოელის ხელით.
ამის შემდეგ გიორგის გაუჩნდა სურვილი განდეგილობისა, უცხოებაში სიგლახაკით ცხოვრებისა, თავისიანებისა და ნაცნობებისგან განშორებისა და წმ. ადგილების მოლოცვისა. ამიტომაც მეგობარ-ნაცნობთაგან დაფარულად გაიპარა ხახულიდან და იერუსალიმისკენ გაემართა. მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ მიაღწია შავ მთას. ავიდა საკვირველ მთაზე, მოილოცა ყველა იქაური მონასტერი და წმ. მოწესეთაგან კურთხევა მიიღო. პირველ ყოვლისა, სულიერი მოძღვრის მოძიებას ეცადა და საკვირველი მთის ერთი კლდის ნაპრალში იპოვა კიდეც სასურველი წმ. დაყუდებული ბერი – გიორგი, წარმოშობით ქართველი, და მას დაემოწაფა.
გიორგი მთაწმინდელი მონასტერში თავმდაბლობითა და სიმშვიდით ცხოვრობდა, ერთხანს იგი უბრალო და უსწავლელი ვინმე ეგონათ, რადგან ყველა ძმას ემსახურებოდა და ემორჩილებოდა. შვიდ წელიწადს უმნიშვნელო, არად ჩასაგდებ საქმეებზე მსახურობდა თავმდაბლად. როდესაც მის მოძღვარს, გიორგი შეყენებულს მიუვიდა ამბავი, რომ გიორგი მონაზონს ჯერ არც მღვდლობის ხარისხი მიუღია და არც წიგნების თარგმნას შესდგომია, ძალზე შეწუხდა და შავი მთიდან დიდი საყვედური შეუთვალა მისი ნების შეუსრულებლობისთვის. მაგრამ გიორგი მთაწმინდელი ურჩობის გამო კი არ იქცეოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ სრულიად არარად და მცირედ მიაჩნდა თავი მოძღვრის ბრძანებითა და იძულებით ბოლოს იგი დათანხმდა, მიეღო მღვდლობის ხარისხი. მცირე ხნის შემდეგ კი დეკანოზად, ანუ ეკლესიარხად (მღვდელთა და მგალობელთა უფროსად) იქნა განწესებული. პარალელურად შეუდგა მთარგმნელობასაც. პირველი, რაც თარგმნა, იყო სვინაქსარი (ტიპიკონი), როგორც საფუძველი ღვთისმსახურებისა. ამას მოჰყვა სხვა თარგმანები: გამოკრებული (საწელიწდო) სახარება, ასეთივე გამოკრებული (საწელიწდო) ეპისტოლენი პავლე მოციქულისა და საწელიწდო საწინასწარმეტყველო. ამის შემდეგ – „დიდნი კურთხევანი“, სექტემბრის თვე, პავლეს ეპისტოლენი და წმინდა მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლენი.
მონასტრის მთელმა საძმომ ამ ღვაწლის გათვალისწინებით ერთსულოვნად აირჩია იგი წინამძღვრად, რის შედეგადაც მან კიდევ უფრო მძიმე ღვაწლს მისცა თავი.
გიორგი მთაწმინდელმა გულმოდგინედ გამოიკითხა წმ. მამა ეფთვიმეს ცხოვრება და მოღვაწეობა, მასთან ერთად მისი მამის, იოვანესი და სხვა წმინდა ბერებისა, აგრეთვე ამბები ამ დიდებული ლავრის აშენებისა, წესები და განგებანი, რომლებიც წმ. მამა ეფთვიმეს დაედგინა მის მკვიდრთათვის, და ყოველივე ეს წერილობით ძეგლად დაგვიტოვა. გარდა ამისა, მან დიდი პატივი მიაგო მამა ეფთვიმეს წმინდა ნაწილებს და ნათლისმცემლის ეკლესიიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკრებულო ეკლესიაში გადმოასვენა. მისი ხელი კი, სხვა წმიდათა ნაწილებთან ერთად, მშვენიერ სანაწილეში მოათავსა. ასევე, ყოველგვარი სამკაულით შეამკო ეფთვიმეს მამის, იოვანესა და სხვა წმინდა ბერების (არსენი ნინოწმინდელი ეპისკოპოსის, ბერ იოანე გრძელისძის) სამარხები და დააწესა, რომ ჩაუქრობლად ანთებულიყო მათ წინაშე სამი კანდელი.
წინამძღვრობისას გიორგი მთაწმინდელმა ბევრი იღვაწა მონასტრის კეთილმოწყობისთვის (კერძოდ, საკრებულო ტაძრის გუმბათის ტყვიის ფურცლით გადახურვისთვის), ასევე სამონასტრო მამულების გაფართოებისა და მათი მფლობელობის ოფიციალური დოკუმენტების მოპოვებისთვის (მეფე კონსტანტინე მონომახისგან).
გიორგი მთაწმინდელს დიდად აფასებდნენ მეფე ბაგრატ IV და დედამისი მარიამ დედოფალი, რომელთაც მთაწმიდელი მოძღვარი კონსტანტინოპოლში ყოფნისას გაიცნეს. დედოფალი გიორგი მთაწმინდელს დაემოწაფა და მის მიერ სქემითაც იკურთხა (მონაზვნად აღიკვეცა). მარიამ დედოფალმა დიდძალი შესაწირავი გაიღო ათონის ქართველთა მონასტრისთვის.
ბაგრატ მეფე ბევრს ეცადა, გიორგი მთაწმინდელი თავის ქვეყანაში წაეყვანა. ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრაც შეთავაზა, მაგრამ მან იუარა, რადგან ყოველგვარი მცდელობით გაურბოდა კაცობრივ დიდებასა და ამქვეყნიურ შფოთს. ამის გამო რამდენჯერმე სცადა კიდეც, წინამძღვრობისთვის თავი დაენებებინა და სადმე განმარტოებით, მყუდროებით ეცხოვრა. ამ მიზნით ერთხელ შავ მთასაც მიაშურა, სადაც მისი მოძღვარი გიორგი შეყენებული მოღვაწეობდა. მაგრამ მოძღვარმა არ მოუწონა მონასტრის საძმოს მიტოვება და მთაწმიდაზე დაბრუნება უბრძანა. იმჯერად გიორგი მთაწმინდელი დაემორჩილა მოძღვარს და ისევ დაუბრუნდა ათონზე მონასტრის წინამძღვრის თანამდებობას, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მიატოვა ეს ადგილი, ამჯერად უკვე წიგნთა თარგმნის მიზეზით, რადგან სამონასტრო საზრუნავის გამო ვეღარ ახერხებდა ინტენსიურ მთარგმნელობით მუშაობას. მარიამ დედოფლის დახმარებით გიორგი მთაწმინდელმა კონსტანტინოპოლში სამეფო წერილი (ოფიც. დოკუმენტი) მიიღო სამოღვაწეოდ შავ მთაზე დამკვიდრებისთვის. იქ მისულს სიხარულით შეხვდნენ და მუშაობისთვის საჭირო პირობებიც შეუქმნეს.
შავ მთაზე ყოფნისას, მარიამ დედოფლის თხოვნით, გიორგი მთაწმინდელს ისევ მოუწია იერუსალიმში წასვლა, რათა მისი შესაწირავი წაეღო იქაურ მონასტრებში მყოფ მოღვაწეთათვის. დიდძალი შესაწირი გადასცეს პროხორესაც, რომელიც იმჟამად იერუსალიმში ჯვრის მონასტერს აშენებდა.
იერუსალიმიდან ანტიოქიაში დაბრუნებული გიორგი მთაწმინდელი ინტენსიურ მთარგმნელობით საქმიანობას შეუდგა. თარგმნიდა დღისითაც და ღამითაც და პარალელურად თავის ლოცვით კანონსაც დაუბრკოლებლად აღასრულებდა. მისი სამყოფელი კი ხან სვიმეონწმიდის მონასტერი იყო, ხან კალიპოსისა.
შავ მთაზე ყოფნისას გიორგი მთაწმინდელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანტიოქიის პატრიარქებთან – პეტრესა და თევდოსისთან. ამ უკანასკნელთან მას საუბრები ჰქონდა ქართველთა სარწმუნოებრივი სიწმინდისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რაც გიორგი მთაწმინდელმა ბრწყინვალედ დაასაბუთა საეკლესიო წყაროებზე დაყრდნობით.
როდესაც გიორგი მთაწმინდელმა დაასრულა საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა, ბაგრატ მეფემ მარიამ დედოფლის, კათალიკოსების, ეპისკოპოსებისა და მთელი სამღვდელოების სახელით სთხოვა მას ქართლში ჩამოსვლა ღვთივსულიერი სწავლებისა და კურთხევისთვის. თავდაპირველად ბერს სამყოფელად მიუჩინეს ნეძვის მონასტერი, შემდეგ კი – შატბერდის ლავრა. სულიერი რჩევებისთვის, ნაკლოვანებათა მხილებისა და ზნეობრივი სწავლებისთვის, მეფე-დედოფლის გარდა, მოძღვართან მოდიოდნენ მღვდელთმოძღვარნი, მღვდელნი, დიაკონნი და საერო პირებიც. გიორგი მთაწმინდელის მითითებით გაუმჯობესდა საეკლესიო წესები და მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა დიდი სულიერი სარგებელი მიიღეს.
გარდა ამისა, დიდი ღვაწლი დასდო გიორგი მთაწმინდელმა სხვადასხვა ასაკის 80 ობლის (ყრმების, მოზარდებისა და ჭაბუკების) შეკრებასა და აღზრდას. ასაკობრივ ჯგუფებად დაყო ისინი, თავადვე ასწავლიდა საღვთო წერილსა და ღვთისმსახურებას და ათონის მთის ქართულ სავანეში სამოღვაწეოდ ამზადებდა.
საქართველოში გიორგი მთაწმინდელმა ხუთი წელი დაჰყო და ამის შემდეგ კვლავ ათონის მთაზე ასვლა განიზრახა. გამოეთხოვა ბაგრატ მეფეს და 80 მოწაფესთან ერთად საბერძნეთისკენ გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში იგი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ და ქართველთა მონასტრისთვის დიდი შესაწირავი გადასცა. რამდენიმე დღეში გიორგი ათონისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ იქ მისვლა აღარ დასცალდა. ხანმოკლე სნეულების შემდეგ კონსტანტინოპოლშივე გარდაიცვალა. დიდი მოძღვარი პატივით გადაასვენეს ათონის ქართველთა მონასტერში და იქ დაკრძალეს სხვა ქართველ მოღვაწეთა გვერდით.
დიდმოწამე კონსტანტი-კახი ქართველთა მთავარი
(+852)
კონსტანტი კახი დაიბადა 767 წელს. იგი ქართლში ცხოვრობდა. ზედწოდება კახი კი კახური წარმომავლობის გამო ეწოდა. კონსტანტი კახი ძალიან მდიდარი იყო, მას არამარტო საქართველოსა და საერთოდ, კავკასიაში, საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ. ქართველი დიდებული ღვთისმოშიშებითა და ქველმოქმედებით გამოირჩეოდა.
ერთხელ კონსტანტი კახი იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად. იქ იგი მრავალ ეკლესია მონასტერს ეწვია, კურთხევა მიიღო მეუდაბნოე მამებისაგან, უამრავი სიმდიდრე შესწირა ტაძრებს და სიხარულით აღსავსე დაბრუნდა სამშობლოში. მას შემდეგ ყოველ წელს იქაური წმინდა ადგილებისათვის ოცდაათიათას ვერცხლს აგზავნიდა.
853-854 წლებში ქართლს არაბთა მრავალათასიანი ლაშქარი შემოესია ბუღა-თურქის წინამძღოლობით. კონსტანტი კახი თავის ვაჟთან ერთად ქართლის კარს ჩაუდგა სათავეში. გორის მისადგომებთან გაიმართა უთანასწორო ბრძოლა არაბებსა და ქართველებს შორის. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ქართველები დამარცხდნენ. მტერმა კონსტანტი და მისი ძე ტყვედ ჩაიგდეს.
ბუღა-თურქმა კონსტანტი საპყრობილეში ჩააგდებინა, მოგვიანებით კი სამარაში გაგზავნა ხალიფა ჯაფართან. ჯაფარმა იცოდა, რომ კონსტანტი მეტად გავლენიანი პიროვნება იყო, ამიტომ თავაზიანად მოიკითხა და შემდეგ ქრისტიანობის უარყოფა მოთხოვა. ხოლო თუ არ დამემორჩილები, - უთხრა ხალიფამ, - სიკვდილს მიგცემ. კონსტანტი კახმა მხნედ მიუგო: ამას არასოდეს ვიზამ, რადგან წმიდა სამებაა ჭეშმარიტი ღმერთი. მისი უარყოფა კი სულიერ, სამუდამო სიკვდილს მიმაახლებსო. განრისხებულმა ჯაფარმა წმინდანი დილეგში ჩააგდებინა. ცოტა ხნის შემდეგ კი გამაჰმადიანებული სომხები მიუგზავნა, იქნებ გადმოიბიროთო. მაგრამ კონსტანტიმ მათაც უარი განუცხადა. მაშინ ხალიფამ გამოაყვანინა ქართველი დიდებული და საშინლად აწამებინა. კონსტანტი კი მთელი ამ ხნის მანძილზე მხურვალედ ლოცულობდა უფლისადმი. განრისხებულმა ჯაფარმა ჯალათებს მისთვის თავის მოკვეთა უბრძანა. ეს მოხდა 10 (23) ნოემბერს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს.
ხალხის დასაშინებლად წმინდანის გვამი მაღალ ძელზე დაკიდეს, მერე კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმიდა კონსტანტი-კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.
ამ დიდი მოწამის ხსნებების დღე 10(23) ნოემბერს აღესრულება.
პეტრე იბერი (411-491 წწ.)
მეხუთე საუკუნის დიდი ქართველი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, პელასტინაში მოღვაწე დიდი მღვდელმთავარი, ასკეტი და მეუდაბნოე, სირია–პალესტინასა და ეგვიპტეში ეკლესია–მონასტრების მაშენებელი, უცხოეთში პირველი ქართული კოლონიისა და ქართველთა სამონასტრო ცხოვრების დაამაარსებელი პეტრე იბერი სამეფო წარმოშობის გახლდათ. ერისკაცობაში მურვანოსი (სირიული წყაროებით, ნაბარნუგი) ქართლის მეფის ვარაზ–ბაკურის ვაჟი და ბაკურ დიდის შვილიშვილი 411 წელს დაიბადა. სამეფო წარმომავლობის იყო დედამისიც – ბაკურდუხტი. მურვანოსის აღსაზრდელად სამეფო ოჯახს კოლხეთიდან მოუწვევია მითრიდატე ლაზი, თავის დროის უგანათლებულესი ადამიანი, ფილოსოფოსი, რომლსაც განათლება კოლხეთის ცნობილ რიტორიკულ სკოლაში ჰქონდა მიღებული.
ბიზანტია–ქართლის ურთიერთობაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო 423 წელს 12 წლის უფლისწული კონსტანტინოპოლში გაგზავნეს მძევლად კეისარ თეოდოს II კარზე. უფლისწულს, სხვა პირებთან ერთად, კონსტანტინოპოლში თან გაჰყვა მისი აღმზრდელი და ნათლია მითრიდატე.
კეისარმა თეოდოს II-ემ და მისმა მეუღლემ ევდოკიამ ქართველი უფლისწული დიდი პატივით მიიღეს და სასახლეში დატოვეს სათანადო განათლების მისაღებად. თავისი ნიჭისა და მონდომების წყალობით მურვანოსმა კეისრის კარზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, დაიმსახურა კეისრის ნდობა და მისი კავალერიის უფროსადაც დანიშნეს. მურვანოსს ბრწყინვალე კარიერა ელოდა, მაგრამ იგი თავიდანვე ამჟღავნებდა დიდ ინტერესს სასულიერო ცხოვრებისადმი. ამიტომ მურვანოსი რამოდენიმე ქართველთან ერთად (რომელთა შორისაც იყვნენ მითრიდატე ლაზი და ზაქარია ქართველი) სასახლიდან გაიპარა და პალესტინას მიაშურა. იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე უფლისწული მურვანოსი და მისი მასწავლებელი მითრიდატე ბერებად აღიკვეცნენ, მურვანოსს პეტრე ეწოდა, მითრიდატეს – იოანე. კეისარ თეოდოსის აქტიური მცდელობის მიუხედავად ისინი სასახლეში აღარ დაბრუნებულან.
ეგვიპტე, სირია და პალესტინა, სადაც პეტრე იბერი და იოანე ლაზი მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდნენ ის ქვეყნებია, რომლებიც იმ დროის სოციალური და რელიგიურ–იდეოლოგიური ბრძოლების ასპარეზს და ცენტრებს წარმოადგენდა.
445 წელს პეტრე იბერი და იოანე ლაზი მღვდელბად აკურთხეს, ხოლო 452 წელს პეტრე იბერი მაიუმის (ღაზის მახლობლად) ეპისკოპოსად განამწესეს. პეტრე იბერმა პალესტინასა და ეგვიპტეში მრავალი მონასტერი ააშენა, მათ შორის იერუსალიმში – ქართველთა მონასტერი, სასატუმრო სახლი და დაარსა სკოლა, რომელშიც ქართველების გარდა, ბერძნები, სირიელები და სხვებიც სწავლობდნენ. პეტრე იბერისა და იოანე ლაზის აქტიური მოღვაწეობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფერო იყო ეკლესია–მონასტრებისა და სასტუმროების ფართოდ გაშლილი მშენებლობა.
V საუკუნის II ნახევრის უდიდესი ფილოსოფოსისა და თეოლოგის პეტრე იბერის თხუზლებებს ჩვენამდე არ მოუღწევია. თუმცა მისი ბიოგრაფიული ცნობების შესწავლის საფუძველზე მიჩნეულია, რომ ქრისტიანულ აღმოსავლეთში და დასავლეთში კარგად ცნობილი ე. წ. არეოპაგიტული თხზულებების ავტორი სწორედ პეტრე იბერია.
პეტრე იბერის გარდაცვალების შემდეგ მალევე მეექვსე საუკუნის დასაწყისში მისი ცხოვრება ასურულ ენაზე აღწერა მისმა მოსწავლემ ზაქარია ქართველმა. XIII საუკუნეში პეტრე იბერის ცხოვრება ქართულად თარგმნა მაკარი მესხმა.
პეტრე იბერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე წმინდანად შერაცხეს და მისი ხსენების დღედ 3 დეკემბერი დაწესდა.
სტატიაში გამოყენებულია სხვადასხვა წყარო წმინდანთა ცხოვრებიდან.
პლატონ გიგინეიშვილი - ამბავი საოცარ ექიმზე
პლატონი პაციენტებს ორი ფერის რეცეპტს უწერდა — ყვითელსა და მწვანეს.
ძმები კარბელაშვილების ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე
იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელმაც 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საფრთხე შეუქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციას.
თამბაქო - ცოდვა თუ უწყინარი ჩვევა?
ქრისტიანული ანთროპოლოგიის ჭრილში ნებისმიერი ადამიანური ქცევა მოითხოვს შეფასებას არა მხოლოდ სოციალურ-კულტურული, არამედ სულიერი და ონტოლოგიური კატეგორიებით.
მრისხანების დამღუპველი ვნება
მრისხანების, როგორც კაცისკვლამდე მიმყვანი პირველსაწყისი ვნების საუკეთესო ილუსტრაცია არის ბიბლიური კაენის მაგალითი.
მართალი ანა და მისი წმინდა სკიტი ათონის მთაზე
მართალი ანას პიროვნება წარმოადგენს საზღვარს ძველსა და ახალ აღთქმას შორის. იგი არის სიმბოლო საუკუნოვანი მოთმინებისა, გულმხურვალე ლოცვისა და უსაზღვრო სასოებისა.
საეკლესიო ტრადიცია გარდაცვლილი ადამიანის ტაძარში დასვენების შესახებ
თანამედროვე საზოგადოებრივ-ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ აქტუ-ალობას იძენს დაკრძალვისწინა რიტუალის ორგანიზება, კერძოდ - მიცვალებულის ტაძარში დასვენების პრაქტიკა.