საფრანგეთში, წმინდა თამარ მეფის ტაძარში მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება

მიცვალებულთა ხსენება. საილუსტრაციო ფოტო

მიცვალებულთა ხსენება. საილუსტრაციო ფოტო

შაბათს, 7 მარტს, მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით საფრანგეთში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება.

წირვა დილის 10:00 საათზე დაიწყება. მსახურებისას განსაკუთრებული ლოცვები აღესრულება გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად.

ტაძრის სამრევლო მრევლს და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, შეუერთდნენ საერთო ლოცვას და ამ დღეს თავიანთი გარდაცვლილი ახლობლები და ნათესავები მოიხსენიონ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თინათინ რუხაძემ თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.