4 აპრილი წმინდა მოციქული არქიპოს, ფილიმონის და აპფიას ხსენების დღეა

წმინდა მოციქულები არქიპო, ფილიმონი და აპფია. ფოტო: ღია წყარო

ნეტარი ამბროსი მედიოლანელის მოწმობით, წმინდა არქიპო, ერთ-ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო წმინდა ეპაფრასის შემდეგ. წმინდა ფილიმონი ქალაქ კოლოსეს წარჩინებული მოქალაქე გახლდათ, ხოლო მოციქულთასწორი წმინდა აპფია, წმინდა იოანე ოქროპირის მოწმობით, მოციქულ ფილიმონის მეუღლე იყო. წმინდა პავლე მოციქული ფილიმონის მიმართ ეპისტოლეს დასაწყისში წერს: "ფილიმონს საყუარელსა და თანა შემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიპოს, თანამოსაგრესა ჩუენსა". წმინდა აპფიამ, მას მერე, რაც ქრისტე იწამა, თავისი სახლი ეკლესიად გადააკეთა და ქრისტიანები იქ იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. შემდეგ პავლე მოციქულმა წმინდა ფილიმონს ეპისკოპოსად ხელი დაასხა, რათა მოციქულს სახარების ქადაგებაში დახმარებოდა. წმინდა მოციქულთა დროს ზოგიერთ ეპისკოპოსს მუდმივი საცხოვრებელი ჰქონდა და ერთი გარკვეული კათედრა ეკავა, სხვები კი ყველაფერი ამის გარეშე სხვადასხვა სოფელსა და ქალაქს მიმოივლიდნენ, მათ სამოციქულო ეპისკოპოსებს ეძახოდნენ, რადგან სამოციქულო ქადაგებისთვის იგზავნებოდნენ. სწორედ ამგვარი მოციქული გახლდათ წმინდა ფილიმონი, რომელიც სხვა, ადგილობრივ ეპისკოპოსებთან ერთად სამოცდაათ მოციქულთა დასში ყოფნის ღირსი შეიქნა. ის მიმოივლიდა ფრიგიის ქალაქებს, სხვა ადგილებს და ყველგან მოშურნედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ ის ღაზის ეპისკოპოსიც იყო. მისი მეუღლე, წმინდა აპფია კი შინ მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა. იგი ერთგულად ედგა მხარში მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.

ერთხელ კოლოსეში ქალღმერთ არტემიდას პატივსაცემად დღესასწაული იმართებოდა. ამ დროს ქალაქში წმინდა მოციქულები არქიპო და ფილიმონი იმყოფებოდნენ, ისინი მორწმუნეებთან ერთად აპფიას სახლში შეიკრიბნენ, ღმერთს ჩვეულებისამებრ ლოცვა შესწირეს და ღვთისმსახურება გამართეს. კერპთაყვანისმცემლებს სძულდათ მორწმუნეები, მათ შეიტყვეს, რომ ყველა ქრისტიანი ფილიმონის სახლში იყო თავშეყრილი და ქრისტეს სამწყსო დაარბიეს, ზოგს სცემეს, ზოგი მოკლეს. შემდეგ კი შეიპყრეს წმინდა მოციქულები არქიპო, ფილიმონი, წმინდა აპფია და მიჰგვარეს ეფესოს ქალაქისთავ არტოკლისეს, რომლის ბრძანებით წმინდა მოწამეები აწამეს; ჯერ მიწაზე განართხეს, ფეხებით შესდგნენ და ცემა დაუწყეს. შემდეგ კი სამივე, ცალ-ცალკე წელამდე მიწაში ჩამარხეს და ქვები დააყარეს. წმინდა ფილიმონი და წმინდა აპფია ჩაქოლეს, ხოლო ცოცხალმკვდარი არქიპო ბავშვებს გასართობად გადასცეს. უამრავი ბავშვი დანებით სერავდა წმინდანს. ასე წარდგა ეს სამი წმინდანი ზეცაში ყოვლადწმინდა სამების ტახტის წინაშე.

წმინდა მოციქულები არქიპო, ფილიმონი და აპფია რომის იმპერატორ ნერონის (54-68 წლებში) მეფობის ჟამს აღესრულნენ. ეკლესია მათ ასევე 22 ნოემბერსაც მოიხსენიებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საბურთალოს წმინდა ბარბარეს ტაძარში დედის დღე სადღესასწაულო ღვთისმსახურებით აღინიშნა.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.