წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარი ელიას მთაზე

წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარი ელიას მთაზე. ფოტო: მჟკ

2024 წლის 22 სექტემბერს, წმიდა და მართალ იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს, ელიას მთაზე მდებარე წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარი საზეიმოდ იკურთხა. ტაძრის კურთხევა აღასრულეს გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსმა ექვთიმემ და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად.

ამ ეტაპზე ელიას მთაზე მცირე ზომის ტაძარი დგას, თუმცა სამომავლოდ აქ დიდი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი გახდება რეგიონისთვის.

ტაძრის აგების სურვილი თავდაპირველად მამა იოაკიმე ასათიანს ეკუთვნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამ ღვთისმსახურ საქმეს სათავეში მამა ტარიელი ჩაუდგა.

ამ თემაზე მამა ანტონის სვეტი — დაუცხრომელი ლოცვის ადგილი მარტყოფში

წმიდა და მართალი იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავით მეფის სამეფო გვარის შთამომავალი იყო, ხოლო ანა — ლევიტელთა ტომიდან. იოაკიმე თავისი შრომის ნაყოფს სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთს ღმერთს სწირავდა, მეორეს გლახაკებს ურიგებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის.

წმიდა მეუღლეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში უშვილონი იყვნენ, რაც ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი რწმენითა და მოთმინებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. მათი გულმხურვალე ლოცვები ღმერთმა შეისმინა და მათ ბერწობას ნაყოფი შესძინა — წმიდა იოაკიმესა და ანასგან იშვა ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი, ღვთისმშობელი, „პალატი ცათა მეუფისა“.

ღვთისმშობელი სამი წლის ასაკამდე მშობლებთან იზრდებოდა, შემდეგ კი, აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს. ამის შემდეგ წმიდა იოაკიმე რამდენიმე წელიწადში, ოთხმოც წელს გადაცილებული, მშვიდობით მიიცვალა. ანა იერუსალიმში გადავიდა საცხოვრებლად, ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს, და ორ წელიწადში, სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში, აღესრულა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა და მართალ იოაკიმესა და ანას 9 სექტემბერს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის შემდეგ ღირსეული პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“, და ყოველი საეკლესიო მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვაში, მორწმუნენი მათ მეოხებას ითხოვენ.

წაიკითხეთ ასევე

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.

საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში

წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.

იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა

პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.