ანასტასია ჯარიაშვილი ტანვარჯიშში სამგზის ჩემპიონი გახდა

ანასტასია ჯარიაშვილი სამგზის საფრანგეთის ჩემპიონი ტანვარჯიშში. ფოტო: მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში

მთავარ ანგელოზ გაბრიელის სამრევლოს წევრმა, ანასტასია ჯარიაშვილმა სამგზის საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვება მოიპოვა ტანვარჯიშში.

ამის შესახებ ოფიციალურ Facebook გვერდზე „მთავარ ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეატში“ გამოქვეყნდა მილოცვის წერილი:

„გულითადად ვულოცავთ ანასტასიას ამ დიდ და დამსახურებულ გამარჯვებას! ეს არის ბრწყინვალე შედეგი შრომისა, თავდადების, ნებისყოფისა და ნიჭისა.
ვულოცავთ მის ოჯახს, მწვრთნელებს და ყველა ქართველს, რადგან ანასტასიას წარმატება ჩვენი საერთო სიხარული და სიამაყეა.

გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას, წინსვლას, ღვთის კურთხევასა და მფარველობას ცხოვრების ყოველ ეტაპზე.“

ანასტასია ჯარიაშვილის მიღწევა არა მხოლოდ პირადი წარმატებაა, არამედ შთაგონება მთელი სამრევლოსა და ქვეყნის სპორტსმენებისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტ „წიგნიერი ლიდერი“-ის ფარგლებში ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართა.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.