31 იანვარს საქართველოში თამარობა აღინიშნება
თამარ მეფე. ფოტო: ღია წყარო
თამარ მეფე თანამოსაყდრედ მეფე გიორგიმ 1179 წელს გამოაცხადა. 1184 წლიდან კი იგი საქართველოს მონარქი გახდა.
მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. იგი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი".
თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.
დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი ბეთანიის ტაძარს ამშვენებს. თამარის ფრესკა სამხრეთის შესასვლელიდან შესულ ადამიანს უდგება თვალწინ. მას ხელები საკურთხევლისკენ აქვს გაწვდილი. სამეფო ტანსაცმელი აცვია. მხატვარს მეფე ჩვეულებრივ ადამიანად ჰყავს წარმოდგენილი. ის მოკლებულია ღვთაებრიობას. თამარის სახე დიდებული და ამაღლებულია.
თამარ მეფის სახე შემოგვინახა ბერთუბნის ეკლესიამაც. ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის, ვარძიის მშენებლობის ისტორიაში რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა. ერთ-ერთი ეტაპი თამარის მეფობის დასაწყისია. ვარძიის მშვენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, სადაც ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახულნი. თამარის ფრესკა ყინწვისში ყმაწვილ ქალს ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ. თამარმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ტაძარი უხვი წყალობით აღავსო.
ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე ლაშა-გიორგისთან და გიორგი III-სთან ერთადაა გამოსახული. შენობა შეულესავთ და ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ გადარჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია.
ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს, 14 მაისს კი, მისი ხსენების დღე, საქართველოში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 28 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი პავლე თებაიდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.