ევროკავშირს პატრიარქი კირილისთვის სანქციები არ დაუწესებია

პატრიარქ კირილის სახელი ევროკავშირის სანქციების სიაში არ მოხვდა, რომელიც სანქციების მომდევნო პაკეტშია წარმოდგენილი. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესების იდეას უნგრეთმა მხარი არ დაუჭირა, რამაც წარმოუდგენლად გააბრაზა მისი „კოლეგები“ ევროკავშირში.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას.

მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმართა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კიდევ რამდენიმე იერარქისა და მღვდელმსახურის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.