სოფელ ცხრამუხაში წმინდა ნინოს ხსენების დღეს სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულება

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

2026 წლის 27 იანვარს, ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, სოფელ ცხრამუხის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღესრულება.

ღვთისმსახურებას ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აღასრულებს.

სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დაიწყება 10:00 საათზე. ტაძარი ელოდება მრევლს და მომლოცველებს წმინდა ნინოს ხსენების დღის ერთობლივი ლოცვით აღსანიშნავად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორის ფერისცვალების ტაძარში ნინოობის დღესასწაული ლოცვითა და სადღესასწაულო წირვით აღინიშნება.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.