მართლმადიდებელი ეკლესია 23 იანვარს წმიდა გრიგოლ ნოსელის ხსენებას აღნიშნავს

წმიდა გრიგოლ ნოსელი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები
23 იანვარს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენებს წმიდა გრიგოლ ნოსელს — ერთ-ერთ უდიდეს მამას ეკლესიის ისტორიაში, დიდი ბასილი კესარიელის ძმას, რომელიც თანამედროვეებმა ასე შეაფასეს: „ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ.”
წმიდა გრიგოლ ნოსელმა საოჯახო ტრადიციის მიხედვით მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. ბავშვობიდანვე ჭეშმარიტების მაძიებელი, იგი ეზიარა ძველ ბერძნულ მწერლობას, რიტორიკასა და ფილოსოფიას. ქრისტიანული სარწმუნოებისადმი მისი სიყვარული განსაკუთრებით გააძლიერეს დედამ და დამ — წმიდა მაკრინამ, რომლის ცხოვრებაც თავად გრიგოლმა აღწერა და შემოგვინახა.
საეკლესიო მსახურებაში გარკვეული სულიერი მერყეობის შემდეგ, 372 წელს წმიდა ბასილი დიდმა გრიგოლს დაასხა ხელი ნოსიის (ნისის) ეპისკოპოსად. მოგვიანებით წმიდანი მთლიანად მიეცა ქრისტიანულ ასკეზას და მისი ცხოვრება ღვთისკენ დაუსრულებელ ზესწრაფვად იქცა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი სახელგანთქმული ნაშრომები, მათ შორის „ქალწულებისათვის“, „ცხოვრება მოსესი“ და „განმარტება ქება ქებათასი“.
არიანელთა ბატონობის წლებში წმიდა გრიგოლ ნოსელი მძიმე დევნასა და გადასახლებას განიცდიდა, თუმცა რწმენის სიმტკიცე არ დაუკარგავს და შორიდანაც ამხნევებდა თავის სამწყსოს. ვალენტის სიკვდილის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა კათედრას და აქტიურად ჩაერთო ეკლესიის ცხოვრებაში.
381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო კონსტანტინეპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის ერესი და შეავსო ნიკეის რწმენის სიმბოლო. წმიდანმა დიდი წვლილი შეიტანა მართლმადიდებლური სწავლების განმტკიცებაში და ეკლესიის ერთიანობის დაცვაში.
ღრმა სიბერეში წმიდა გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა. ეკლესია მას დღემდე მოიხსენიებს როგორც ღრმა ღვთისმეტყველს, მისტიკოსს და წმიდა ცხოვრების მაგალითს, რომლის სულიერი მემკვიდრეობა საუკუნეებს გასწვდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 22 იანვარს ეკლესია წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარს მოიხსენებს.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.