რენეში, მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში ღვთისმსახურებების განრიგი გამოცხადდა

დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ქალაქ რენეში მდებარე მთ. ანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში ღვთისმსახურებებს აღასრულებს სამრევლოს მოძღვარი, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი.

სამრევლოში ღვთისმსახურებების განრიგი ასე განისაზღვრა:
პარასკევს, 23 იანვარს, 17:00 საათზე აღესრულება საღამოს მსახურება;
შაბათს, 24 იანვარს, 10:00 საათზე — საღმრთო ლიტურგია.

კვირას, 25 იანვარს, 8:30 საათზე, დედათა თხოვნით, საღმრთო ლიტურგია აღესრულება მართლმადიდებლურ სერბულ დედათა მონასტერში ,,Monastère du Bois Salair,” რომელთანაც რენის სამრევლოს ქრისტეში მეგობრობა და სიყვარული აკავშირებს.

მონასტერში გამგზავრება დაგეგმილია კვირას, 07:00 საათზე, La Poterie-ს მეტროდან. მონასტერში წასვლის მსურველებს ეთხოვათ, წინასწარ დააფიქსირონ სურვილი ტრანსპორტირების ორგანიზების მიზნით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორში ნათლისღების დღესასწაული საზეიმო ლიტურგიითა და დიდი აიაზმის კურთხევით აღინიშნა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.