მიტროპოლიტი იობი ურბნისის სიონის ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი
ხვალ, 14 იანვარს, ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი საზეიმო წირვას შეასრულებს ურბნისის სიონის საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურება დაიწყება 09:00 საათზე. წირვას მრევლი და ადგილობრივი სამღვდელოება დაესწრებიან.
იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული მოვლენები - შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, იერუსალიმს დიდებით შესვლა და სხვანი - ქრისტიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ, გარდა ისტორიული თუ პოლიტიკური შინაარსისა, აქვს ღრმა მისტიკური მხარეც. ამ მოვალენათა გამოწვლილვით შესწავლა გვეხმარება, ჩვენც გავიაროთ ის გზა, ღვთის ძემ რომ განვლო, მივბაძოთ მას, ვიტვირთოთ საკუთარი ჯვარი, ვძლიოთ ჩვენს ცოდვებსა და ვნებებს და ქრისტეში გავიზარდოთ.
ღვთისმსახურება სპეციალურად მიეძღვნება მაცხოვრის წინადაცვეთისა და წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღის აღსანიშნავად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 13 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს მელანია რომაელს მოიხსენიებს.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.