1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში ბერად აღიკვეცა ელგუჯა აქიაშვილი

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). ფოტო: ეპარქიის გვერდი

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). ფოტო: ეპარქიის გვერდი

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ბერად არკვეცის 38 წლისთავს ულოცავს რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელთმთავარს, მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი). მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) — მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი, დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონ სოფელ სნოში. აქიაშვილთა გვარი ღუდუშაურთა განთქმული საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოებაა. იგი ბავშვობიდანვე ეზიარა ქრისტიანული სარწმუნოების მადლს, ოჯახი ღვთისმოშიში და მორწმუნე იყო.

1988 წლის 3 იანვარს სამთავროში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს ნათლისღებას, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად. 1988 წლის 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო აჭარაში. 1989 წლის 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი იქნა აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 

1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტერში — წინამძღვრად. 1992 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმინდა სინოდის წევრთა ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში. 1992 წლის 28 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. 1995 წლის გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს — მიტროპოლიტის ხარისხში. კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების ტაძრის ეზოში პატრიარქის აღსაყდრების 48-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.