31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულება

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

მიმდინარე 2025 წლის 31 დეკემბერს, ოთხშაბათს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღესრულება.

ღმრთისმსახურებას აღასრულებენ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი და ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა. ლიტურგიაში მონაწილეობას მიიღებენ ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება და მოწვეული სასულიერო პირები.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ შესრულდება საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ღონისძიების განრიგი:
ცისკრის მსახურება — 09:00 საათზე;
საღმრთო ლიტურგია — 10:30 საათზე;
პანაშვიდი — 13:00 საათზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ლაშა კუციას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.