26 დეკემბერს ეკლესია მოიხსენებს წმიდა მოწამეთა ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარის და ორესტის

წმიდა მოწამენი ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

წმიდა მოწამენი ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

26 დეკემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენებს წმიდა მოწამეთა — ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი, რომლებმაც ქრისტეს რწმენისათვის სიცოცხლე გასწირეს იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მმართველობის დროს (284–305).

იმ პერიოდში სომხეთსა და კაბადოკიაში ქრისტიანთა წინააღმდეგ სასტიკი დევნა მიმდინარეობდა. უსჯულო ხელისუფლებამ მხედართმთავრები ლისიუსი და აგრიკოლა გაგზავნა, რომელთაც დაევალათ ქრისტიანთა წამება და მათთვის კერპთმსახურების იძულება. სწორედ ამ დევნის დროს აღესრულნენ წმიდა მოწამენი.

ქალაქ სატალიონში შეიპყრეს მღვდელი ავქსენტი, ხოლო მასთან ერთად სხვა ქრისტიანებიც. აქვე წმიდა ევსტრატმა, რომელიც აქამდე ფარულად აღიარებდა სარწმუნოებას, საჯაროდ აღიარა ქრისტე და სასტიკი წამებები დაითმინა. მისი სარწმუნოების მაგალითით ქრისტიანობა აღიარეს ევგენიმ, მარდარიმ და ორესტიმ, რომლებმაც სხვადასხვა წამებით აღასრულეს მოწამეობრივი ღვაწლი.

წმიდა მარდარის ლოცვა დღესაც იკითხება ეკლესიაში მესამე ჟამნის ბოლოსა და შუაღამიანზე, ხოლო წმიდა ევსტრატის ლოცვა შაბათის შუაღამიანის საკითხავებშია შეტანილი. მათი ღვაწლი ეკლესიისთვის რწმენის სიმტკიცისა და ქრისტესადმი სრული ერთგულების ცოცხალი მაგალითია.

წმიდა მოწამეთა პატიოსანი ცხედრები პატივით დაკრძალეს, ხოლო შემდგომში კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიმპოს მონასტრის გალავანში, მათ სახელზე ტაძარი აიგო. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 26 დეკემბერს ლოცვით იხსენებს მათ და მორწმუნეებს მათი მოწამეობრივი ღვაწლისკენ მიუთითებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი — უბრალოებით განდიდებული მღვდელმთავარი.

სოფელ ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან 37 წლისთავზე სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მისი ღვაწლი გაიხსენეს და სულის მოსახსენებელ პანაშვიდში მიიღეს მონაწილეობა.

ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა

ათონის მთის ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი ბოდბეში 14 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე

,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნეტარ ანდრიას მოიხსენიებს

ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე

,,დიდია დღეს ჩვენი სიხარულისა და მადლიერების მიზეზი! წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს.''

პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე

,,ამ დღესასწაულის სათავეებთან დგას საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმინდა ნინო.''