UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

იუნესკოს მიერ გაცემული კონვენცია. ფოტო: კულტურის სამინისტრო

იუნესკოს მიერ გაცემული კონვენცია. ფოტო: კულტურის სამინისტრო

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის 20-ე სესიის გადაწყვეტილებით, „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა. ისტორიული გადაწყვეტილება ნიუ-დელიში (ინდოეთის რესპუბლიკა) გამართულ სხდომაზე გამოცხადდა.

UNESCO-ს ნაბიჯი წარმოადგენს ქართველი ხალხის უწყვეტი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის აღიარებას. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ქართული ენდემური ხორბლის უნიკალურობას, რომლის კულტურა საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა როგორც სულიერ, ისე მატერიალურ ტრადიციებს.

აღიარება ასევე გამოხატავს პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე — უზრუნველყონ ამ ფასეული „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა, დაცვა და განვითარება.

„ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით უკვე მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. UNESCO-სთვის საქართველოს მიერ 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით და დაყოვნების გარეშე გაიარა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 დეკემბერს ღირსმოწამე სტეფანე ახლის, ირინარხეს და შვიდი წმიდა დედის დღე აღინიშნება.

ბულგარეთის პატრიარქმა ეკლესიაში არსებული უთანხმოებების დიალოგის გზით დაძლევისკენ მოუწოდა

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა არსებული უთანხმოების ფონზე პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ერთობლივი აღნიშვნის მნიშვნელობა ახსნა.

შიო III ვეტერანებს: „მამულის სიყვარული,თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ''

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი აღნიშნა და გარდაცვლილი თანამებრძოლების სულების განსვენებისთვის ილოცა.

ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ილოცეს

მიტროპოლიტმა ბარნაბამ ლიტურგია სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვა წმინდა იოანე რილელის წლისთავს მიეძღვნა.

პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა

მისმა დიდი ხნის ნანატრი ვიზიტი და საპროტესტო აქციები, რომელმაც ბართლომეოსის თავდაპირველი პროგრამა შეცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წიგნების სერიის რედაქტორები მიიღო

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთის წინამძღვართან ერთად არ იმსახურებს

მსოფლიო პატრიარქი სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ჩატარებულ წირვას სტუმრის სტატუსით დაესწრება.