ქ.მონასტირსკის მმართველობა:უმე შეურაცხყოფს უკრაინაში მორწმუნეების გრძნობებს

ქალაქ მონასტირკაში (ტერნოპოლის რეგიონი) დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც დაადანაშაულეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეები „ყველაფერი უკრაინულის“ აღმოფხვრის მცდელობაში, დივერსიულ საქმიანობაში და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაშიც კი. საკრებულოს მორიგი სხდომაზე მიღებული დოკუმენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მონასტირისკის მერმა ანდრეი სტარუხმა გამოაქვეყნა. მასში უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია მოხსენიებულია „ორგანიზაციად, რომელიც არ არის კანონიკური და არ აკმაყოფილებს მოქალაქეების რელიგიურ მოთხოვნილებებს“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ "უმე-ის რუსების" ერთ-ერთი ამოცანაა ეკლესიებში იარაღის უკანონო შენახვა.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, სახელმწიფო ხელისუფლებასთან და უკრაინელი ერის ყველა ინსტიტუტთან ერთად, ჩვენ უნდა დავამარცხოთ მოსკოვის დამპყრობლები ყველა ფრონტზე. მათ შორის, სადაც ისინი (მოსკოველები / რუსები) დამკვიდრდნენ რუსეთის მთავრობის დახმარებით, უკრაინული ერის მიმართ მტრულად განწყობით, ზეწოლის, პოლიტიკური ტერორის, მოსყიდვის ან შანტაჟის გზით“, - თქვა სტარუხმა.

მან ასევე დაიკვეხნა, რომ მონასტირისკის ტერიტორიაზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის არც ერთი ტაძარი არ არის და კოლეგებს მოუწოდა, მიბაძონ მის მაგალითს და შეუერთდნენ ეკლესიის დევნას.

როგორც მჟკ იტყობინება, სახალხო დეპუტატები, რომლებიც ამზადებენ კანონპროექტებს უმე-ის აკრძალვის შესახებ, გამართლებად ასახელებენ ყალბ მტკიცებულებებს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულ ფილიპეს მოიხსენიებს

იერუსალიმის ეკლესიის დევნის დროს სამარიაში იქადაგა ქრისტეს სჯული, სადაც მრავალი ადამიანი მოაქცია და მოინათლა.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.

რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.

წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.

საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს

კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .