მიტროპოლიტი იობი 30 ნოემბერს ურბნისის სიონში წირვას აღავლენს

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო:ეპარქიის გვერდი

მოვალე კვირას, 30 ნოემბერს, მროველ–ურბნელის მიტროპოლიტი იობი ურბნისის სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

საეკლესიო მსახურება 10:00 საათზე დაიწყება, სადაც მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთობლივ ლოცვაში მიიღონ მონაწილეობა და შეევედრონ ღმერთს მშვიდობისა და წყალობისათვის.

შეგახსენებთ, 2025 წლის 8 ნოემბერს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის კურთხევის წესი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მრევლი. მეუფე იობმა აღავლინა მადლობის ლოცვა და ისაუბრა მონასტრის მნიშვნელობაზე საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი ახალი სავანე უფლისადმი მსახურებისა და ადამიანთა სულების აღზრდის ადგილი უნდა იყოს.

მონასტრის წინამძღვრად მიტროპოლიტმა იობმა არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) დაადგინა, რომელსაც მოუწოდა პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ემსახუროს საძმოსა და მომლოცველებს.

ახალად ნაკურთხი ბრეთის მონასტერი უახლოეს მომავალში მიიღებს პირველ ბერ-მოწაფეებს და დაიწყებს სრულყოფილ საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 10 ნოემბერი წმიდა ნეოფიტე ურბნისელის ხსენების დღეა.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.