სტრუმიცაში, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტმა მაკედონიის ეკლესიის იერარქებთან ერთად წირვა აღავლინა
მიტროპოლიტ ფილარეტის მსახურება მაკედონიაში. ფოტო: religija.mk
2025 წლის 3 აგვისტოს შედგა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის - ოჰრიდის არქიეპარქიის ეპისკოპოსების პირველი თანაწირვა, - წერს მაკედონიური რესურსი religija.mk სტრუმიცას ეპარქიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ვოდოცში (სტრუმიცას ეპარქია) წმინდა ლეონტიისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის მონასტერში საღმრთო ლიტურგიას ლვოვისა და გალიციის მიტროპოლიტი ფილარეტი (უოკ) აღავლინა, რომელსაც თანამსახურობდნენ სტრუმიცას მიტროპოლიტი ნაუმი და ვიკარიუსი იაკობი. წირვაში ასევე მონაწილეობდნენ მაკედონიის ეკლესიის მღვდლები და ბერები.
ერთი დღით ადრე, მიტროპოლიტი ფილარეტი სკოპიეში ლიტურგიას დაესწრო, რომელსაც მაკედონიის ეკლესიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი სტეფანი უძღვებოდა. წირვის დროს მან ეკლესიის საკურთხეველში მიიღო ზიარება.
მანამდე, მჟკ წერდა, რომ მაკედონიის ეკლესიის - ოჰრიდის არქიეპარქიის სინოდმა მხარდაჭერა გამოუცხადა უმე-ს.
სირიაში წმინდა სვიმეონ მესვეტის უძველესი სვეტი აღადგინეს
მიწისძვრების შემდეგ ალეპოს ეპარქიაში უძველესი მე-5 საუკუნის მონასტრის ნანგრევები გაიწმინდა.
ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს დავით ფაცაცია სარფში შეხვდა
აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის ათენში 14-დღიანი კულტურულ-შემეცნებითი ბანაკი გაიმართა.
ბრუკლინის ქართულ სამრევლოში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
20 სექტემბერს, დღესასწაულის წინ, ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს.
„ახალი ბანას“ გუნდი საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდა
საიუბილეო ღონისძიებაზე ბავშვთა გუნდმა მუსიკალური ნომრები შეასრულა და კოლეჯს იუბილე მიულოცა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია დაკრძალვის პერიოდში, მათ შორის, თიკა რუხაძესთან კომუნიკაციის შედეგად, თავიდანვე ჰქონდათ.
გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პროფესორებმა კი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.