ხმელნიცკის მერი: უკრაინაში ადგილობრივი ეკლესია იქნება

ხმელნიცკის მერმა ალექსანდრე სიმჩიშინმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გაავრცელა უმე-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელშიც განაცხადა, რომ SBU-ის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მხოლოდ უკრაინის ადგილობრივი ეკლესია იარსებებს.

„ეკლესიას დღეს ბევრი მცდელობა აქვს რაღაცის გაკეთების: განცხადებები, გარანტიები ზიარების დარღვევის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ მათ შეიძლება ერთი-ორი დღე მიეცეს, მაგრამ რასაც აკეთებენ, უკვე გვიანია... მალე ჩვენი ძალოვანი უწყებები, ჩვენი უშიშროების სამსახური იმუშავებენ და უკრაინაში იქნება უკრაინის ადგილობრივი ეკლესია, უკრაინის პოლიტიკური პარტიები და ყველაფერი უკრაინული იქნება. სხვანაირად არ შეიძლება. მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ხმელნიცკის მერმა.

მისი აზრით, უკრაინაში ადგილობრივი ეკლესია ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა შექმნილიყო.

მანამდე მჟკ-მ განაცხადა, რომ ფილარეტმა შესთავაზა უმე-ს გაერთიანება „ერთ ადგილობრივ ეკლესიად“.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.