უბკე-ის ისტორიის გადაფორმატება: როგორ გახდა თავადი ვლადიმერი უნიატი
შევჩუკი ირწმუნება, რომ მთავარი ვლადიმირის ეკუთვნის უბკე-ს. ფოტო: СПЖ
2025 წ. 6 ივლისს მართლმადიდებლური წესის უკრაინელ
კათოლიკეთა მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა მეტად საზეიმოდ
შეასვენა რომის წმინდა სოფიოს უნიატურ ტაძარში წმინდა
მოციქულთასწორ თავად ვლადიმერის ნაწილები.
აქ კი არ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა: საიდან გაჩნდა უნიატ
წინამძღვართან მართლმადიდებელი წმინდანის ნაწილები?
პასუხი მოულოდნელია - ისინი „მთელ უბკე-ს“ ყოფილმა
მიტროპოლიტმა ალექსანდრე დრაბინკომ გადასცა 2025 წ. 23
იანვარს. ს. შევჩუკს, წმინდა ნაწილების მიღებისას, არ
დავიწყებია კიდევ ერთხელ განეცხადებინა
მართლამდიდებლობისა და კათოლიციზმის ერთიანობის
შესახებ. „ხელთ მიპყრია თავად ვლადიმერის წმინდა ნაწილები
და ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა დროს ქრისტიანობა იყო ერთიანი,
კონსტანტინოპოლი და რომი, კათოლიკები და
მართლმადიდებლები გაყოფილები არ იყვნენ. ქრისტეს ეკლესია
ერთიანი იყო. ის განუყოფელი ეკლესიის ერთიანობას მოწმობს“,
- თქვა უნიატთა მეთაურმა. მაგრამ გაყოფა მოხდა და ჩვენ ამის
შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ.
რომის უნიატურ ტაძარში წმინდა ნაწილების შესვენებისას, ს.
შევჩუკმა განაცხადა: „დღეს, რომში ჩვენი ეკლესიის
ეპისკოპოსთა სინოდის ქმედებათა კონტექსტში, ამ წმინდა
ტაძარში საზეიმოდ შევასვენებთ მოციქულთასწორ თავად
ვლადიმერის წმინდა ნაწილებს. იმ ვლადიმერის, რომელიც
უკრაინიდან მოსკოველმა მიმტაცებლებმა მოიპარეს“. „ჩვენი
ეკლესია“ - ეს რომელი? რომის? უბკე? და ვინ არიან ეს
„მოსკოველი მიმტაცებლები“? ამ კონტექსტში უცნაურად ჟღერს
დრაბინკოს მიერ 2010 წელს თქმული სიტყვები, რომ სწორედ ის
არის „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის ავტორი. მაგრამ ს.
შევჩუკის იმდღევანდელი ხმამაღალი განცხადებები არ
დასრულებულა. ახსენა რა, რომ რომის უბკე ააშენა „პატრიარქმა“
(უბკე-ის წინამძღვრებს არ აქვთ პატრიარქის წოდების უფლება)
იოსებ სლეპოიმ, შევჩუკმა თქვა: „და მაშინ მან მოისურვა, რომ
დაკრძალული ყოფილიყოკიევის წმინდა სოფიოს ტაძარში. ჩვენი
პატრიარქი განისვენებს წმინდა იურის ტაძარში ლვოვში. მაგრამ
დადგება დღე, როდესაც ის საზემოდ იქნება გადასვენებული
ოქროსგუმბათოვანი კიევის ჩვენს საკათედრო დედა-ეკლესიაში“.
სწორედ რომ, ზუსტი განაცხადია, რომელიც თანამედროვე
უკრაინაში უნიის გამარჯვებას ეხება.
შევჩუკის კიდევ ერთი განცხადება: „დღეს თვითონ თავადი
ვლადიმერი ამბობს, რომ ის ეკლესია, რომელიც დნეპრის
წყლებში იშვა ნათლობაში, რომელიც მან ჩვენს ხალხს მიუძღვნა,
აქ არის. ჩვენ კიევის ქრისტიანობის მემკვიდრენი ვართ“.
სხვათაშორის, შევჩუკს ჩვევია წარმოდგენა იმისა, თითქოს მისი
ბაგეებით გარდაცვლილები მეტყველებენ. მაგალითად, 2023
წლის 10 სექტემბერს იოსაფატ კუნცევიჩის „მოწამეობის“ 400
წლისთავთან დაკავშირებით, შევჩუკმა თითქმის იგივე თქვა:
„დღეს იოსაფატი გვეუბნება: უკრაინის შვილნო, არასდროს არ
უსმინოთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ უარი უნდა თქვათ
ერთობაზე. ჩვენი ეკლესია ხომ მრავალ ისტორიულ ეპოქას
გადაურჩა, მან გაუძლო მათ, ვისაც მისი ლიკვიდაცია სურდა, და
ყველაფერი ეს მოხდა იმის წყალობით, რომ ის მსოფლიოს დიადი
კათოლიკური ეკლესიის ოჯახთან ერთობაში იმყოფებოდა...“.
იგივე კუნცევიჩი, რომელიც იტაცებდა მართლმადიდებლურ
ტაძრებს, ხოლო თავად მართლმადიდებლებს უნიაში ისეთი
სასტიკი მეთოდებით მიერეკებოდა, რომ პოლონეთის
მაშინდელი კანცლერი ლევ საპეგა, აღმსარებლობით კათოლიკე
და უნიის მგზნებარე მხრდამჭერი, ასე წერდა მასზე: „არა მარტო
მე, არამედ სხვებიც გმობენ იმას, რომ ქსენდზი, პოლოცკის
მეუფე ძალზე სასტიკად იქცევა რწმენის საკითხებთან
დაკავშირებით და ხალხს თავი მოაბეზრა და შეაძულა როგორც
პოლოცკში, ასევე ყველგან“. უფრო დაწვრილებით კუნცევიჩზე
იხილეთ სტატიაში „ლოდზე, ერთობაზე და იოსაფატ
კუნცევიჩზე“. წარმოიდგინეთ, რა იქნება, თუ კუნცევიჩის
თაყვანისმცემლები და მიმდევრები მიიტაცებენ
„ოქროსგუმბათოვანი კიევის საკათედრო დედა-ეკლესიას“.
სიმართლე მართლმადიდებლობისა და
კათოლიციზმის „ერთობაზე“ წმინდა
ვლადიმერის დროს
ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რომ გაყოფა მართლმადიდებლობასა
და კათოლიციზმს შორის წმინდა თავად ვლადიმერის დროს
უკვე მომხდარი იყო და ვატიკანთან ერთობა მან მტკიცედ
უარყო.
მთავარი ისტორიული ძეგლი, რომელიც იმ დროის შესახებ
მოგვითხრობს, - ეს არის ნეტარი ნესტორ ჟამთააღმწერელის
„ამბავი წარსული წლებისა“, რომელიც მან დაწერა კიევში 1110
წლებში. მასში მოთხრობილია წმინდა თავად ვლადიმერის მიერ
რწმენის არჩევის ამბავი. თავის რწმენაში მოსაზიდად კიევში
მოდიოდნენ ელჩები მუსულმანური ქვეყნებიდან, იუდეველთა
ხაზარიდან და კათოლიკური რომიდან. აი, როგორ აღწერს
ნეტარი ნესტორი კათოლიკების ვიზიტს:
„შემდეგ მოვიდნენ უცხოტომელები რომიდან და თქვეს:
„მოვედით, პაპმა გამოგვაგზავნა“ და მიმართეს ვლადიმერს: „ასე
ამბობს პაპი: „შენი მიწა ჩვენი მიწის მსგავსია, ხოლო თქვენი
რწმენა ჩვენს რწმენას არ ჰგავს, ვინაიდან ჩვენი რწმენა
სინათლეა; ჩვენ ვიფიცებთ ღმერთის წინაშე, რომელიც ცისა და
მიწის, ვარსკვლავთა და მთვარის, ყოველივე სულიერის
შემოქმედია, თქვენი ღმერთები კი უბრალო ხეებია“. ხოლო
ვლადიმერმა ჰკითხა მათ: „რა არის თქვენი მცნება?“. მათ კი
უპასუხეს: „მარხვა შეძლებისდაგვარად: თუ ვინმე სვამს ან ჭამს,
ყველაფერი - ღვთის სადიდებლად, როგორც ჩვენმა მოძღვარმა
პავლემ თქვა“. ვლადიმერმა კი უთხრა გერმანელებს: „წადით იქ,
საიდანაც მოხვედით, რადგან ჩვენმა მამებმა არ მიიღეს ეს“.
შემდეგ კიევში მოვიდნენ ელჩები კონსტანტინოპოლიდან და
რუსეთმა მართლმადიდებლობა მიიღო. „წარსული წლების
ამბავიდან“ ჩანს, რომ უკვე თავად ვლადიმერის დროს ყველა
გამიჯნავდა რომის კათოლიკობას მართლმადიდებლობისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური განხეთქილება, რომელიც
მოხდა 1054 წ. და რომელსაც ისტორიკოსები თვლიან ეკლესიათა
გაყოფის თარიღად, ჯერ კიდევ არ დამდგარა, ყველასთვის უკვე
საკმაოდ ნათელი იყო, რომ მართლმადიდებლობა და
კათოლიკობა ერთი და იგივე სულაც არ არის.
რატომ ამბობს წმინდა ვლადიმერი, რომ „ჩვენს მამებს არ
მიუღიათ“ კათოლიკობა? ვინ არიან ეს მამები? და რა მიზეზით
უარყვეს მათ კათოლიკობა? აქ ვუბრუნდებით იმ მოვლენებს,
რომლებსაც ადგილი ჰქონდა რუსეთში რამდენიმე წლით ადრე,
წმინდა ოლღას, ნათლობით კი ელენეს მმართველობის დროს.
Х ს. დასავლეთის მატიანე სახელწოდებით „რეგინონის
გამგრძელებელი“ მოგვითხრობს, რომ 961 წელს რუსეთში
გაგზავნილი იყო ვინმე ადალბერტი. მაგრამ რუსეთის
ნათლობისა და რომის პაპისადმი მისი დამორჩილების ნაცვლად,
ის სირცხვილით გააძევეს ამჟამინდელი უკრაინის მიწებიდან.
962 წლისთვის „რეგინონის გამგრძელებელი“ ყვება: „ამ წელს
დაბრუნდა ადალბერტი, რომელიც დანიშნული იყო რუგთა
ეპისკოპოსად, რადგან წარუმატებელი იყო იმ საქმეში,
რისთვისაც მიავლინეს და ის ყველა მცდელობას უაზროდ
მიიჩნევდა. უკანა გზაზე მისი რამდენიმე თანამგზავრი
მოკლული იყო. თვითონ კი ძლივს გადარჩა“.
წმინდა ოლღამ არ მიიღო რომის ნათლობა, რის შესახებაც
ელჩებს ესაუბრებოდა მისი შვილიშვილი წმინდა თავადი
ვლადიმერი. კიდევ რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რატომ
თქვა ოლღამ უარი კათოლიკურ ნათლობაზე და გააძევა
ადალბერტი. ერთ-ერთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ
სწორედ ამ დროს, 904-დან 963 წწ.-მდე ვატიკანი იმყოფებოდა
თავისი ისტორიის ერთ-ერთ (მაგრამ არა ერთადერთ)
სამარცხვინო პერიოდში, რომელსაც „პორნოკრატია“ ეწოდება.
მთელი 60 წლის განმავლობაში ვატიკანში გამეფებული იყო
გარყვნილება, ინცესტი, მკვლელობები, კორუფცია და ლოთობა.
აი, როგორ ახასიათებს პაპ იოანე XII-ს, რომელიც წმინდა ოლღას
მმართველობის დროს იკავებდა ვატიკანის ტახტს, მისი
თანამედროვე ლიუტპრანდ კრემონსკი: “ის მრუშობდა რენიეს
ქვრივთან, მამა სტეფანეს მოსამსახურესთან, ქვრივ ანასთან და
საკუთარ დისშვილთან, მან წმინდა სასახლე საროსკიპოდ აქცია
<…>, დააბრმავა თავისი მოძღვარი ბენედიქტე, რის შემდეგაც
ბენედიქტე მოკვდა; მან მოკლა იოანე, კარდინალ-იპოდიაკონი,
მისი კასტრაციის შემდეგ. <…> ყველა მღვდელმსახური, აგრეთვე
ერისკაცები აცხადებდნენ, რომ ის ეშმაკთან ღვინოს სვამდა.
ისინი ამბობდნენ, რომ კენჭის თამაშის დროს ის მიმართავდა
იუპიტერს, ვენერას და სხვა კერპებს. მათ ისიც კი თქვეს, რომ ის
არ ატარებს ლიტურგიას და პირჯვარს არ იწერს”. უფრო ვრცლად
ამის შესახებ იხილეთ სტატიაში “რა გააკეთა რუსეთისთვის
მმართველმა ოლღამ”.
ეს მხოლოდ ნაწილობრივ რომ ყოფილიყო სიმართლე (თუმცა ეს
სხვა წყაროებითაც დასტურდება), მაინც საზარელია იმის
წარმოდგენა, თუ რა ხდებოდა იმ დროს რომის „წმინდა
საყდარში“. შეეძლო კი წმინდა ოლღას, შემდგომში კი წმინდა
თავად ვლადიმერს გადაეცა რუსეთი ასეთი რომის პაპისთვის?
შეეძლოთ კი მათ ვატიკანთან ერთობაში ყოფნა, როგორც ამაში ს.
შევჩუკი გვარწმუნებს?
აი, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთში არასდროს
არ მიაჩნდათ, რომ ლათინთა სარწმუნოება არის მათი და მათ
არასდროს ჰქონიათ ერთობა კათოლიკურ რომთან. XII საუკუნეში
ჩვენი ქვეყნის უდიდესმა წმინდანმა ღირსმა თეოდოსი
მეუდაბნოემ გაუგზავნა კიევის თავადს იზიასლავს თავისი
ანდერძი: “მე - თეოდოსე, ვარ ყოვლადწმინდა სამების, მამის,
ძისა და სულიწმინდის უღირსი შვილი, წმინდა და მართალ
რწმენაში დაბადებული და მართლმადიდებელი მამისა და
დედის მიერ წმინდა დამოძღვრით აღზრდილი. ლათინთა
რწმენას ნუ ეზიარებით, მათ წეს-ჩვეულებებს ნუ დაიცავთ, მათი
ზიარება და სწავლება არ მიიღოთ და მათი ზნეობისგან შორს
იყავით. უფრთხილდით, შვილებო, მწვალებლებს და მათთან
საუბრებს, რადგან ჩვენი ქვეყანაც სავსეა ამით“.
როგორც ვხედავთ, ღირს თეოდოსს ზუსტად იგივე
დამოკიდებულება ჰქონდა კათოლიციმთან, როგორც
მოციქულთასწორ ოლღას და ვლადიმერს.
ტ. შევჩენკოს მოწმობა
ჩვენმა წინაპრებმა არ შეისმინეს ნეტარი თეოდოსის ანდერძი,
შემოუშვეს კათოლიკობა ჩვენს ქვეყანაში, ხელი მოაწერეს
რომთან უნიას და ძალადობრივად და სიცრუით დაიწყეს
კათოლიკობის გავრცელება. უკრაინის ისტორიაშიც დაიწყო ერთ-
ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი, რომელსაც ხატოვნად
უწოდეს „რუინა“. ამჟამად ძალზე სათაყვანებელმა ტარას
შევჩენკომ ნათლად წარმოსახა უნიის შედეგები ლექსში
„პოლონელებს“. ის ზეპირად უნდა იცოდეს ყველა უკრაინელმა,
რომ ქვეყანამ კვლავ არ გაიმეოროს ერთი და იგივე ისტორიული
შეცდომები.
«Ще як були ми козаками,
А унії не чуть було,
Отам-то весело жилось!
Братались з вольними ляхами,
Пишались вольними степами,
В садах кохалися, цвіли,
Неначе лілії, дівчата.
Пишалася синами мати,
Синами вольними… Росли,
Росли сини і веселили
Старії скорбнії літа…
Аж поки іменем Христа
Прийшли ксьондзи і запалили
Наш тихий рай. І розлили
Широке море сльоз і крові,
А сирот іменем Христовим
Замордували, розп’яли.
Поникли голови козачі,
Неначе стоптана трава.
Украйна плаче, стогне-плаче!
За головою голова
Додолу пада. Кат лютує,
А ксьондз скаженим язиком
Кричить: “Te deum! алілуя!..»
რა საჭიროა შეპტიცკის კანონიზაცია
აი, საით მივყავართ დღეს ს. შევჩუკსაც. და არა მარტო მას,
არამედ უკრაინის ხელისუფლებასაც. საკმაოდ სინქრონულად
მოხდა უბკე მეთაურის მიერ წმინდა ვლადიმერის ნაწილების
გადასვენება რომში, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი რომის პაპს
ეახლა.
2025 წ. 9 ივლისს ვ. ზელენსკიმ აწარმოა მოლაპარაკებები რომის
პაპ ლეო XIV-თან ვატიკანში და, გარდა სხვა დანარჩენისა,
ლობირებდა კიდევ ერთი უნიატი მოღვაწის ანდრეი შეპტიცკის
კანონიზაციას. „მოვუყევი მის უწმინდესობას, რომ ანდრეი
შეპტიცკი უაღრესი პატივისცემით სარგებლობს უკრაინის
საზოგადოებაში, მისი ქმედებების შესახებ, მათ შორის ებრაელთა
გადარჩენაზე მეორე მსოფლიო ომის დროს და ქრისტიანული
სარწმუნოების დაცვაზე“, - ამბობდა უკრაინის პრეზიდენტი.
საინტერესოა, მოუყვა თუ არა ზელენსკიმ პაპ ლეოს, თუ როგორ
მიესალმებოდა შეპტიცკი 1941 წ. „ძლევამოსილ გერმანულ
არმიას“, როგორ მოუწოდებდა 1942 წ. უკრაინელებს მონებად
წასულიყვნენ გერმანიაში, სადაც ასობით ათასი ადამიანი
კვდებოდა შიმშილით შრომის გაუსაძლის პირობებში, როგორ
დაუწერა მან სტალინს მადლობის წერილი 1944 წ. უკრაინის
მიწების სსრკ-სთან შეერთების გამო? უფრო ვრცლად შეპტიცკის
შესახებ იხილეთ სტატიაში „რატომ ატყუებენ კვლავ
უკრაინელებს შეპტიცკის „გმირობის“ ამბებით?“ ახლა კი
ვიფიქროთ, რაში ჭირდება უკრაინის ხელისუფლებას შეპტიცკის
კანონიზაცია? იქნებ იმიტომ, რომ უზრუნველყონ უკრაინაში
უნიის გამარჯვება, რომელიც მისი ცხოვრების ერთ-ერთი
ძირითადი მიზანი იყო. აი, რას ამბობს ამის შესახებ პაპი პიუს XII:
„თქვენი საშუალებით, უკრაინელებო, მსურს აღმოსავლეთის
მიერთება, ხოლო გზა ამ გაერთიანებისკენ გვიჩვენა შეპტიცკიმ“.
წარმოიდგინეთ, რა მასშტაბური პიარი იქნება, თუ პაპი ლეო
შეპტიცკის კანონიზაციას დათანხმდება.
რა უნდა ვქნათ, რომ უკრაინაში კვლავ არ მოხდეს უბედურება,
რომ არ განმეორდეს „რუინა“, რომ არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის
გაკათოლიკების კიდევ ერთი მცდელობა? პირველ რიგში
მართლმადიდებლობის ერთგულნი უნდა დავრჩეთ, ჩვენი
ეკლესიის, არ მოვიხიბლოთ იეზუიტი უნიატების ტკბილი
საუბრით და არ დავუჯეროთ ზღაპრებს იმის შესახებ, თითქოს
წმინდა თავადი ვლადიმერი ვატიკანთან იყო ერთობაში.
გვახსოვდეს და აღვასრულოთ ჩვენი ღირსი მამის თეოდოსის
ანდერძი და არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც ტარას შევჩენკო
წერდა.
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა
მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.
საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი
სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.
საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში
წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.
იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა
პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.