პაპი AI for Good სამიტის მონაწილეებს: ხელოვნურ ინტელექტს ეთიკური მმართველობა სჭირდება
საილუსტრაციო ფოტო: scitechdaily
პაპი ლეო XIV-ის სახელით, სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა მიმართვა გაუგზავნა AI for Good სამიტის მონაწილეებს, რომელიც ჟენევაში გაეროს სააგენტოების მონაწილეობით და საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ეგიდით იმართება. პაპმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების განვითარება არა მხოლოდ ტექნიკურ დახვეწილობას, არამედ ეთიკურ მიდგომასაც მოითხოვს, იტყობინება ვატიკანის ვებსაიტი.
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ლოგიკისა და არჩევანის მოდელირება, მაგრამ მას არ შეუძლია მორალური განსჯის და ნამდვილი ურთიერთობების ჩანაცვლება, ნათქვამია მიმართვაში. სწორედ ამიტომ, ხაზგასმულია მიმართვაში, ადამიანური ღირებულებები, „სუფთა სინდისით განსჯის უნარი“, დიალოგი, ძმობა, წინდახედულობა და პასუხისმგებლობა კვლავ მთავარი რჩება.
პაპის თქმით, სწრაფი ინოვაციების ერა გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, კაცობრიობის როლზე მსოფლიოში. პასუხისმგებლობის საკითხი ეხება არა მხოლოდ დეველოპერებსა და ადმინისტრატორებს, არამედ ყველა მომხმარებელსაც.
„ხელოვნური ინტელექტი მოითხოვს სათანადო ეთიკურ მმართველობას და ადამიანზე ორიენტირებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც სცილდება სარგებლიანობის ან ეფექტურობის მარტივ კრიტერიუმებს“, - აღნიშნა პაპმა.
ლეონ XIV-მ მოუწოდა ეთიკური სიცხადის ძიებისკენ და გლობალური ხელოვნური ინტელექტის მმართველობის სისტემის შექმნისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის თანდაყოლილი ღირსებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ზოგად აღიარებაზე. გზავნილში ნათქვამია, რომ აუცილებელია ხელი შევუწყოთ „სოციალური ურთიერთობების უფრო ჰუმანურ წესრიგს, მშვიდობიან და სამართლიან საზოგადოებას, რომელიც ადამიანის ინტეგრალური განვითარებისა და კაცობრიობის ოჯახის სიკეთის სამსახურშია“.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის პატრიარქმა ცნობიერების ციფრულ ფორმაში ცხოვრების უნარს ილუზია უწოდა.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.