რიასნიკში უმე-ს ტაძრების მიმტაცებელს სურს ტაძარი ოსტროგის ნაკრძალს გადასცეს

როვენსკის ოლქში საოლქო საბჭომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილებების პროექტი, რომლის მიხედვით ეკლესია სოფელ რიასნიკში სურთ  ქალაქ ოსტროგის კულტურული ნაკრძალის ბალანსზე გადაიყვანონ, იუწყება მჟკ-ს კორესპონდენტი. პროექტის ინიციატორი იყო სერგეი კონდრაჩუკი, როვენსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე, რომლის მონაწილეობით როვენსკის ეპარქიის ტერიტორიაზე არა ერთი უმე-ს ტაძრის რეიდერული მიტაცება განხორციელდა.  

დოკუმენტში, რომელიც განთავსებულია საოლქო საბჭოს ოფიციალურ საიტზე, ნათქვამია:

„ოლქის ტერიტორიული თემების საერთო სარგებლობის ობიექტთა სიაში საკულტო შენობის, ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურული  ძეგლის - საფარველის ეკლესიის ჩართვა (дер.), 1911 წ., დამცავი  № 65-Рв, განლაგებული როვენსკის რაიონის სოფელ რიასნიკის ბაბინსკის გაერთიანებული ტერიტორიული თემის ტერიტორიაზე“.

დოკუმენტი აგრეთვე განსაზღვრავს, თუ ვინ განახორციელებს სოფელ რიასნიკში ეკლესიის მართვას იმ შემთხვევაში, თუ პროექტს ხმას მისცემენ  საოლქო საბჭოს მორიგ სესიაზე.

„შენობის ბალანსის განსაზღვრა, რომელიც გადაწყვეტილების მე-2 პუნქტშია მითითებული, კომუნალური დაწესებულება როვენსკის საოლქო საბჭოს „ქ. ოსტროგის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი“  და მიმაგრებული იყოს  კომუნალურ დაწესებულებასთან როვენსკის საოლქო საბჭოს „ქ. ოსტროგის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი“ ოპერატიული მართვის უფლებით“, - ნათქვამია პროექტში.

შეგახსენებთ, რომ კონფესიათაშორისი კონფლიქტი სოფელ რიასნიკში გრძელდება 2014 წლიდან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როვენსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები გამოსცემდნენ გადაწყვეტილებას რიასნინკის წმინდა საფარველის  ეკლესიაში მორიგეობითი ღვთისმსახურებების შესახებ, რაც  ძალოვანი დაპირისპირებების ახალი რგოლების პროვოცირებას იწვევდა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ტაძრების მიმტაცებელი როვენსკის მოხელე მეუ-სთვის  შემდგომი „დახმარების“ პირობას იძლევა.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.