პოჩაევოში ნაციონალისტებმა უმე-ს მღვდლის სახლის პიკეტირება განახორციელეს

პოჩაევოში „მარჯვენა სექტორის“ ნაციონალისტებმა უმე-ს ტერნოპოლის ეპარქიის მღვდლის ალექსანდრე მარცენიუკის ეზოსთან ყვავილებითა და შეძახილებით პიკეტი გამართეს. ამ  მცირერიცხოვან  მიტინგს რადიკალებმა „საინფორმაციო-განმარტებითი აქცია“ უწოდეს, იუწყება საიტი  «Тернополяне». ჯერ „მს“-ის წევრები ეზოში შეღწევას ცდილობდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ დაკეტილია და მამა ალექსანდრე სახლში არ არის, ჭიშკარზე მათ სამგლოვიარო გვირგვინი დაკიდეს წარწერით: „სიკვდილი რუსეთის ფსბ-ს აგენტებს ანაფორებში“.

ტერნოპოლელი რადიკალების მეთაურმა მოუყვა ჟურნალისტებს, რომ მღვდელმა თითქოს გადაწყვიტა უმე-ს მრევლის ორგანიზება კიევში პარაკლისზე წასასვლელად იმიტომ, რომ „კრემლს ასიამოვნოს“. ნაციონალისტებმა  წითელ-შავი დროშებით მღვდლის, ალექსანდრე მარცენიუკის სახლთან მიკროფონიანი სადგამები  მიიტანეს და მუქარის შემცველ ლოზუნგებსა და პატრიოტულ თეზისებს გაჰყვიროდნენ.

„მარჯვენა სექტორმა“ გამაფრთხილებელი აქცია ჩაატარა ქალაქ პოჩაევოში, რომელიც ახლა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ძირითად თავშესაფარს  და მოსკოვის სეპარატიზმის ცენტრს წარმოადგენს. განვაგრძობთ ბრძოლას უკრაინაში „მოსკოვიის“ მე-5 კოლონის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ  მთლიანად აღმოვფხვრათ უკრაინაში  მოსკოვის ეკლესია. ყველა შეგნებულ უკრაინელს მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ბრძოლაში“, - ციტირებს ადგილობრივი „მარჯვენა სექტორის“ მეთაურს ნაზარ სარაბუნს ტერნოპოლის საიტი.

აღსანიშნავია, რომ თავისი სასტიკი პიკეტირება  რადიკალებმა პოლიციის თვალწინ გამართეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად და კანონიერად ჩაიარა.

„აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევიათ“, - აღნიშნა ოლქის ნაცპოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილების უფროსმა სტეფანე სავიკმა.

შეგახსენებთ, რომ უმე-ს ტერნოპოლის ეპარქიის მღვდელმა, მამა ალექსანდრე მარცენიუკმა 2020 წლის გაზაფხულზე მიმართა მჟკ-ის რედაქციას მასმედიის ფეიკის გამო, რომელიც პოჩაევოს მიძინების ლავრაში კორონავირუსის აფეთქებას ეხებოდა. მღვდელი ყვებოდა, რომ პუბლიკაციები მისი ავადმყოფობის შესახებ არის ოპონენტთა მცდელობა ეჭვი გაავრცელონ   მთელ  მონასტერზე.

როგორც მჟკ იუწყებოდა, „მარჯვენა სექტორი“ უმე-ს გამო ხოტინის ციხესიმაგრის დირექტორს ემუქრება.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.