ეკლესია წმინდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმოწამე გიორგი. ფოტო: открытые источники
6 მაისს (იულიანური კალენდრით 23 აპრილს) ეკლესია აღნიშნავს წმინდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის ხსენების დღეს - ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი წმინდანის.
წმინდა გიორგი დაიბადა ქალაქ ბეირუთში (ძველად - ბელითში), ლიბანური მთების ძირში, მდიდარ და ღვთივსათნო მშობლების ოჯახში, რომლებმაც ის ქრისტიანული რწმენით აღზარდეს. გიორგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მისი მამა ქრისტეს აღმსარებლობისთვის აწამეს.
სამხედრო სამსახურის დაწყებისთანავე გიორგი ყველა მეომრისგან გამოირჩეოდა თავისი გონებით, სიმამაცით, ფიზიკური ძალითა და სილამაზით. მან მალევე მიაღწია ათასისთავის წოდებას და იმპერატორ დიოკლეტიანეს განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.
თანახმად მისი ცხოვრების კანონიკური გადმოცემისა, გიორგიმ ივნო თავისი რწმენის აღმსარებლობის გამო ქრისტიანთა დიდი დევნისას, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. 303 წელს რვადღიანი უმძიმესი წამების შემდეგ მას თავი მოკვეთეს. მწამებლებზე მოპოვებული დიადი გამარჯვების (მათ ვერ აიძულეს ის, რომ უარი ეთქვა ქრისტიანობაზე) და ადამიანებისთვის სასწაულებრივი დახმარების აღმოჩენის გამო, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გიორგის ძლევაშემოსილს უწოდებდნენ.
განსაკუთრებით ცნობილია წმინდა გიორგის გველეშაპის სასწაული. ძლევაშემოსილი გიორგის გამოსახვა ცხენზე ეშმაკზე გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს - „ძველაღთქმისეულ გველზე“. გადმოცემის თანახმად, ქალაქ ბერუთში ტბის ფსკერზე დასახლდა ულმობელი გველი, რომელიც ამოდიოდა წყლიდან და ხალხს ჭამდა. მისი გულის მოსალბობად, მოსახლეობა მას მსხვერპლად სწირავდა ულამაზეს ქალიშვილებს. ბოლოს ადგილობრივი მმართველის ერთადერთი ქალიშვილის რიგიც დადგა.
როდესაც მტერი ქალიშვილს უახლოვდებოდა, უცებ თეთრ ცხენზე გამოჩნდა გასხივოსნებული ყმაწვილი, რომელმაც შუბით განგმირა გველი და ქალიშვილი გადაარჩინა. ეს ყმაწვილი წმინდა დიდმოწამე გიორგი იყო. ასეთი სასწაულებრივი გამოჩენით მან შეწყვიტა ყმაწვილთა და ქალიშვილთა განადგურება და ქრისტეს აზიარა იმ ქვეყნის მაცხოვრებლები, რომლებიც მანამდე წარმართები იყვნენ.
დღეს ტაძრებში ტარდება წმინდა დიდმოწამისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურებები. მართლმადიდებელი მორწმუნეები აღავლენენ ლოცვებს, ევედრებიან ძლევაშემოსილ გიორგის შეწევნას და სიმტკიცეს ცხოვრებისეული სირთულეების გადასალახად.
წაიკითხეთ ასევე
ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა
,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.
ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''
სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.
აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა
მიღება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა — ღონისძიებაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მონაწილეობდა.
პატრიარქი თეოფილე III: „საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში“
იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისა და წმინდა მიწის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება.
მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა
მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის სულიერ ღვაწლს მადლიერებით გამოეხმაურა.
წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ
წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.