მენელსაცხებელ დედათა დღეს უმე-ს იერარქმა მოწყალების დებს მიკროავტობუსი აჩუქა
მოწყალების დებს ავტობუსი გადაეცა. ფოტო: Черкасская епархия
ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა 2025 წლის 4 მაისს, წმინდა მენელსაცხებლე დედათა კვირას მართა და მარიამის მოწყალების დებს აჩუქა მიკროავტობუსი სოციალურ- საქველმოქმედო სამსახურში გამოსაყენებლად, იუწყება ჩერკასკის ეპარქიის პრეს-სამსახური.
მღვდელმთავარმა ჩერკასკის ქრისტეშობის საეპისკოპოში სატრანსპორტო საშუალება აკურთხა.
„ეს შენაძენი ჩერკასკელ მოწყალების დებს სოციალური მსახურების უფრო ფართო საშუალებებს უხსნის, ვიდრე ეს მათ მანამდე ჰქონდათ. საავადმყოფოების, ინტერნატების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების, ლტოლვილთა ადგილმდებარეობების მონახულებასა და იქ ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანას ახლა საკუთარი ტრანსპორტით უზრუნველყოფენ მართასა და მარიამის დედები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიტროპოლიტმა თეოდოდსმა მიულოცა მოწყალების დებს მენელსაცხებელ დედათა დღესასწაული, მადლობა გადაუხადა მათი შრომისთვის და ეკლესიაში მომსახურე დედებს მოუწოდა, რომ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს საზოგადოებაში მშვიდობის ქადაგებას.
„თქვენი ქადაგება მშვიდობის ქადაგებად უნდა იქცეს, თქვენი მსახურება კი - მშვიდობისთვის მსახურებად“, - ხაზი გაუსვა ჩერკასკის მღვდელმთავარმა.
როგორც მჟკ წერდა, გოროდიშჩეში მეუ და ხელისუფლება ცდილობენ, რომ მორწმუნეებს უმე-ს წმინდა მიქაელის ტაძარი წაართვან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.