ჩერნიგოვში უმე-ს იერარქმა მეუ-სთან, რკე-სთან და უბკე-სთან ერთად პარაკლისში მიიღო მონაწილეობა

ლიუბეცკის მთავარეპისკოპოსი ნიკოდიმე მეუ-სთან ერთად ლოცულობს უმე-ის სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: ТСН

ჩერნიგოვში უმე-სთვის წართმეულ სამების ტაძარში ჩატარდა „სააღდგომო ლოცვა“ მეუ-ს, რკე-ის, უბკე-ის წარმომადგენლებისა და პროტესტანტების მონაწილეობით. ტაძარში აგრეთვე ლოცულობდა ლუბეცკის არქიეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (პუსტოვგარი), უმე-ს ჩერნიგოვის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსი. ამის შესახებ იუწყება რესურსი «Главком», რომლის ჟურნალისტები გაესაუბრნენ ღონისძიების მონაწილეს, მეუ-ს „ეპისკოპოს“ ანტონ ფირლეის. ღონისძიება ჩატარდა 2025 წლის 20 აპრილს, მაგრამ მის შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი.

«Главком»-ის კითხვაზე, თუ ვისი ინიციატივით შეიკრიბნენ პარაკლისზე, ფირლეიმ უპასუხა, რომ „ისინი სულიწმინდამ შეკრიბა“.

«Главком» ამტკიცებს, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილი არ იყო ღონისძიების შესახებ, მაგრამ ТСН-ს რეპორტაჟში ჩანს, რომ ტაძარში კონფესიათა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება ნაკრძალის «Чернигов древний» დირექტორი ნატალია რებროვა.

ТСН-ს კადრებში არქიეპისკოპოსი ნიკოდიმოსი ფირლეისთან ერთად მღერის აღდგომის საგალობელს, აგრეთვე ის უკრაინულ ენაზე ლოცულობს მეომრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მარტში ხელისუფლებამ უმე-ს მრევლი სამების ტაძრიდან გამოაგდო. მას შემდეგ  კულტურის სამინისტრო იქ კინოჩვენებებს აწყობს.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ნაკრძალის დირექტორის ნატალია რებროვას სიტყვებით, მის თანამშრომლებს კონფლიქტი აქვთ უმე-ს ელეცკის მონასტრის ხანდაზმულ მონაზვნებთან, რადგან ისინი ცხოვრობენ იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ სამუდამოდ დარჩებიან მონასტერში.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.