ტრამპმა პაპის რანგში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ტრამპი რომის პაპის როლში. ფოტო: truthsocial Трампа

რომის პაპის არჩევის მიზნით გამართული კონკლავის დაწყების წინა დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის პაპის სახითაა გამოსახული.

რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა ხუმრობით თქვა, რომ თავადაც  გახდებოდა პაპი. როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ვის ხილვა სურდა რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელად, მან უპასუხა: „მე ვიქნებოდი ჩემი მთავარი არჩევანი... არანაირი პრეფერენცია არ მაქვს (შემდეგი პაპის კანდიდატურასთან დაკავშირებით. - რედ.). არის კარდინალი ნიუ-იორკის ქალაქიდან. ის ძალიან კარგია“.

მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას რელიგიური თავისუფლების კომისიის შექმნის შესახებ.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.