ბერძნული ეკლესიის მეთაურმა მხარი დაუჭირა ტრამპის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებებს

მთავარეპისკოპოს იერონიმეს გამოსვლა აშშ-ის საელჩოში. ფოტო: MICHAEL VARAKLAS/POOL/AFP

ათენის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ Breitbart News-თან ინტერვიუში დადებითად ისაუბრა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასა და მის პოლიტიკაზე.

„პრეზიდენტ ტრამპის არჩევა დადებითი მოვლენა იყო“, - განაცხადა ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა. „მინდა ვუთხრა მას, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, მაგალითად, ის რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ის ცდილობს, მაგრამ ისეთი რეფორმები, რომელთა გაგებაც შეგვიძლია და უნდა გავიგოთ.“

კულტურულ საკითხებზე საუბრისას, იერარქი შეეხო ერთსქესიანთა ქორწინებისა და გენდერული პოლიტიკის თემას. „საბერძნეთში ერთსქესიანთა ქორწინება საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ არ იყო მიღებული. ჩვენ გვჯერა ადამიანის თავისუფლების, მაგრამ ეს არ ნიშნავს ექსტრემალურ ქმედებებს, დემონსტრაციებს ან აქტივიზმს, რომელიც დიდწილად ხალხის პროვოცირებას ახდენს“, - განმარტა მთავარეპისკოპოსმა.

მან განსაკუთრებით აღნიშნა ტრამპის გავლენა გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ დისკურსზე: „ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, ბევრმა მსოფლიო ლიდერმა და ევროკავშირის ლიდერმა დაიწყო იგივე არგუმენტის გამეორება“.

„მრავალი თვალსაზრისით მე მას ვაქებ და ვფიქრობ, რომ მას მსოფლიოსთვის სარგებელი მოაქვს“, - განაგრძო იერონიმე II-მ და ტრამპს თავშეკავებისკენ მოუწოდა. „პრეზიდენტი ტრამპი უნდა იცნობდეს უბრალო ადამიანის საჭიროებებს და ის ამ როლს კარგად ასრულებს. თუმცა, ასევე მინდა შევახსენო მას, რომ ეკლესია არის ძალა, რომელსაც ყოველთვის შეუძლია მხარდაჭერისა და ძალის შეთავაზება ადამიანებისთვის.“

მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ ტრამპმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა ვნების კვირის შესახებ.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.