ალექსანდრიის ეპარქიაში მონაზვნად აღკვეცის წესი აღასრულეს

ახლად აღკვეცილი მონაზვნები ნათლისღების მონასტერში. ფოტო: Фейсбук Кирилла Божко

ახლად აღკვეცილი მონაზვნები ნათლისღების მონასტერში. ფოტო: Фейсбук Кирилла Божко

2025 წლის 10 აპრილს ზნამენსკის სოფელ დიკოვკას წმინდა ღვთისგანცხადების დედათა მონასტერში ალექსანდრიისა და სვეტლოვოდსკის მიტროპოლიტმა ბოგოლეპმა მონაზვნად აღკვეცის წესი აღასრულა.

დიდ სქემაში აღკვეცეს მონაზონი აპოლინარია (ჩერვინსკაია) გოთი მოწამის ანიმაისას სახელით და მონაზონი ეფთვიმია (ბილიკი) ფინიკიელი მოწამის ეპისტიმიას სახელით.

მცირე სქემაში აღკვეცილი იყო მონაზონი ლია (დმიტრიევა) სირიელი ღირსი პლატონიდას სახელით.

აგრეთვე მონაზვნად აღკვეცეს მორჩილი ლარისა (კრალია) პონტოელი მოწამის ხარიტინას სახელით.

ახლადაღკვეცილ მონაზონთა სულიერი წინამძღვარი გახდა მონასტრის იღუმენია თეოფანია (ფლაკეევა).

აღკვეცის შემდეგ მეუფემ მიულოცა მონაზვნებს და დამოძღვრა ისინი. ბოლოს მიტროპოლიტმა ბოგოლეპმა ლოცვითი კურთხევა ითხოვა ახლადაღკვეცილებისთვის.

მანამდე მჟკ-მ  გააანალიზა ის საკითხი, თუ რატომ იმატებს უმე-ში ბერ-მონაზონთა რიცხვი, მიუხედავად მისი დევნისა.

ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა

,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.

ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''

სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.

აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

მიღება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა — ღონისძიებაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მონაწილეობდა.

პატრიარქი თეოფილე III: „საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში“

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისა და წმინდა მიწის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება.

მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა

მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის სულიერ ღვაწლს მადლიერებით გამოეხმაურა.

წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ

წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.