კსას-ში პედაგოგი მონაზვნად აღკვეცეს

ახლად აღკვეცილი მონაზონი აგნია. ფოტო: КДАиС
2025 წლის 8 აპრილს გოლოსეევოში ღირსი იოანე დამასკელის მამათა მონასტრის აკადემიურ ტაძარში ზგუროვსკის არქიეპისკოპოსმა ამბროსმა მონაზვნად აღკვეცა დოცენტი აგნესა (დუნინა), რომელიც მრავალი წელია ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას კიევის სასულიერო სკოლებში. იუწყება კიევის სასულიერო აკადემიის პრესსამსახური.
მან მიიღო ახალი სამონაზვნო სახელი - აგნია, ადრექრისტიანული მოწამის აგნია რომაელის პატივსაცემად, რომლის ხსენება 3 თებერვალს აღინიშნება.
ცერემონიას ესწრებოდნენ კიევის სასულიერო სკოლების პედაგოგები და სტუდენტები. ღვთისმსახურებაზე გალობდა სტუდენტთა გუნდი რეგენტის, არქიმანდრიტ ლეონტის (ტუპკალო) ხელმძღვანელობით.
წესის აღსრულების შემდეგ მეუფე ამბროსმა კიევის სასულიერო აკადემიის რექტორის, ბელგოროდის არქიეპისკოპოს სილვესტრისა და კიევის სასულიერო სკოლების მთელი კოლექტივის სახელით მიულოცა მონაზონ აგნიას და უსურვა მას ღვთის შეწევნა არჩეულ გზაზე.
მანამდე მჟკ-მ გააანალიზა ის საკითხი, თუ რატომ იმატებს ბერ-მონაზონთა რიცხვი უმე-ში, მიუხედავად მისი დევნისა.
წაიკითხეთ ასევე
ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა
,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.
ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''
სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.
აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა
მიღება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა — ღონისძიებაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მონაწილეობდა.
პატრიარქი თეოფილე III: „საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში“
იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისა და წმინდა მიწის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება.
მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა
მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის სულიერ ღვაწლს მადლიერებით გამოეხმაურა.
წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ
წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.