რმე-ს საეგზარხოსო აფრიკაში არის რეაქცია მეუ-ს შექმნაზე,-არქიეპ. ანასტასი

არქიეპისკოპოსი ანასტასი. ფოტო: livejournal.com

არქიეპისკოპოსი ანასტასი. ფოტო: livejournal.com

8 იანვარს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის არქიეპისკოპოსმა  ანასტასმა განაცხადა, რომ რმე-ს საეგზარხოსოს შექმნა აფრიკაში არის რექცია მეუ-ს აღიარებაზე.

ალბანეთის ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია არქიეპისკოპოს ანასტასის მიმართვა, რომელშიც მან შეახსენა თავისი პოზიცია მეუს- შექმნის შესახებ.

არქიეპისკოპოს ანასტასის სიტყვებით, ის "უკრაინაში საეკლესიო კრიზისის დასაწყისიდან სიტყვიერად და წერილობით მიუთითებდა იმაზე, რომ საეკლესიო განხეთქილებები და სქიზმატიკოსები ვერ განიკურნებიან დროით", არამედ "პირიქით, დრო მათ უფრო აღრმავებს და ამტკიცებს".

აფრიკაში რმე-ს საეგზარხოსოს შექმნის კომენტირებისას, ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება  "ადასტურებს თავდაპირველ  შიშებს" განხეთქილების გაღრმავებაზე მართლმადიდებლობაში.

არქიეპისკოპოს ანასტასის აზრით, საეგზარხოსოს შექმნა პირდაპირ დაკავშირებულია მეუ-ს აღიარებასთან, რადგანაც "მილიონი უკრაინელი მართლმადიდებლების განხეთქილებასთან ერთად, აღმოცენდება ახალი განხეთქილება მგრძნობიარე აფრიკულ კონტინენტზე, სადაც ბოლო ათწლეულებია ვითარდება მართლმადიდებლური საზღვარგარეთის მისიონერული მოღვაწეობა".

"აფრიკულ სახელმწიფოებში უკვე დიდი ხანია არსებობს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები, და ასევე ისლამი, რომელიც ატარებს აქტიურ ექსპანსიას", შეახსენა ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარმა და აღნიშნა, რომ აფრიკაში რმე-ს საეგზარხოსოს შექმნის შემდეგ "უბრალო აფრიკელებს დაუწყებენ შეთავაზებას გადავიდნენ მართლმადიდებლობაში ორი მართლმადიდებელი საპატრიარქო, რომელთაც ამავდროულად არ ექნება ერთმანეთთან საკრამენტული ურთიერთობა".

"სკანდალი და მართლმადიდებლური მოწმობის დასუსტება ამ სქიზმატური მოღვაწეობის შედეგად აშკარაა. ეს მოვლენების მტკივნეული განვითარებაა",-განმარტა მან.

მან შეახსენა, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ  ეკლესიის სინოდალური თვისებებთან დაბრუნებით და  შერიგებით, რომელიც დაფუძნებულია  ეკლესიის კანონებზე.  

  ადრე მჟკ წერდა, რომ ალბანეთის ეკლესიის მეთაურის აზრით მტკიცება, რომ მართლმადიდებლობაში მეუ-ს გამო არ არის განხეთქილება, არამედ მხოლოდ უთანხმოებებია, იგივეა, რაც უარყო კორონავირუსის არსებობა.

ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა

,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.

ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''

სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.

აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

მიღება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა — ღონისძიებაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მონაწილეობდა.

პატრიარქი თეოფილე III: „საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში“

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისა და წმინდა მიწის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება.

მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა

მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის სულიერ ღვაწლს მადლიერებით გამოეხმაურა.

წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ

წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.