მეუფე თეოდოსი ყვებოდა ჩერკასკის ტაძრის დამცველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

უმე-ის მორწმუნე, რომელიც დაშავდა საკათედრო ტაძრის შტურმის დროს. ფოტო: пресс-служба Черкасской епархии

ჩერკასკისა და კანევსკის  მიტროპოლიტმა თეოდოსმა კომენტარი გააკეთა «Перши казацкий» -სთან იმ სიტუაციის შესახებ, რომელიც შეიქმნა მეუ-ს მომხრეთა მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მიქაელის ტაძრის მიტაცების შემდეგ. მისი სიტყვებით, უმე-ს ზოგიერთი მორწმუნისა და მღვდელმსახურის ფიზიკური მდგომარეობა შტურმის შემდეგ ჯერ კიდევ მძიმეა, ზოგიერთი მათგანი კი აგრძელებს  მკურნალობას.

„მე ასე თუ ისე არამიშავს, მაგრამ ყველა დაზარალებულს ჯერ არ დაუტოვებია საავადმყოფო. ზოგიერთს უგრძელდება ოპერაციები ფეხებსა და თავზე. სრული რეაბილიტაციისთვის საჭიროა რამდენიმე კვირა ან ერთი თვეც კი“, - იუწყება მეუფე თეოდოს.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკათედრო ტაძრის შტურმის დროს დაზარალებულთა მკურნალობისთვის აგროვებდა ფულს.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ უმე-ს იურისტები არკვევენ, მართალია თუ არა, რომ ჩერკასკის საავადმყოფოში უარს ამბობდნენ უმე-ს მორწმუნეთა ტრავმების დოკუმენტურად გაფორმებაზე. მეუფე თეოდოსმა დაამატა: „ჯერ-ჯერობით ვერ დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, მაგრამ ცნობილია, რომ ზოგიერთ მორწმუნეს უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე, სხვებს კი დაუწიეს ტრავმის სიმძიმის დონე“. თუ ეს ფაქტები დადასტურდება, უმე მოითხოვს დამნაშავეთა პასუხისგებაში გადაცემას.

სულ, მიტროპოლიტის სიტყვებით, დაზარალდა 30-ზე მეტი მრევლის წევრი და მღვდელმსახური, მაგრამ ყველას არ მიუმართავს სამედიცინო დახმარებისთვის. „12 ყველაზე მძიმე შემთხვევა, რამდენიმე მღვდლის ჩათვლით, ჰოსპიტალიზირებული იყო და მათ ჯერ კიდევ უტარდებათ ოპერაციები“, - დაამატა მეუფე თეოდოსმა. მან აღნიშნა, რომ ჩერკასკის ეპარქიის ერთ-ერთი მღვდელი ბოევიკებმა დააგდეს იატაკზე და ფეხებით სცემეს, მან მიიღო სერიუზული ტრავმები და ექვსი კბილი დაკარგა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ჩერკასკის ეპარქიაში ითხოვენ ტაძრის მიტაცებაში დამნაშავეთა დაკავებას.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.