სვიატაგორსკის ლავრაში როვენსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან 20 ტონა დახმარება მიიტანეს
სვიატოგორსკის ლავრა. ფოტო: svlavra.church.ua
უმე-ს როვენსკის ეპარქიის მორწმუნეებმა სვიატოგორსკის მიძინების ლავრის საჭიროებებისთვის 20 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს. ტვირთი მონასტერში 17 ოქტომბერს საღამოს ჩაიტანეს, იუწყება საიტი svlavra.church.ua.
ქველმოქმედების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ზდოლბუნოვსკის და პირველი კორეცკის სამრევლოებმა. შეგროვების ინიციატორის, დეკანოზ ალექსანდრე ეგოროვის სიტყვებით, ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება მოკლე დროში მოხერხდა.
„იცოდნენ და ხედავდნენ რა ამ რეგიონის დიდ გაჭირვებას და იმას, თუ როგორ დაზარალდა ლავრა, ხალხმა მყისიერად უპასუხა დახმარების მოწოდებას წმინდა მთებში მაცხოვრებელ ერისა და ბერის მიმართ. ასე რომ, საბოლოოდ ზუსტად ერთ-ორ კვირაში მოხერხდა 20 ტონაზე მეტი ტვირთის მოგროვება. შეგროვდა იმდენი, რომ ახლა ყველაფრის წამოღება ვერც შევძელით“, - თქვა მამა ალექსანდრემ.
ტვირთში შევიდა კვების პროდუქტები: კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, ფქვილი, კონსერვები, შაქარი და სხვ., აგრეთვე პირადი ჰიგიენის საშუალებები.
წმინდა მთებში ტვირთს მიაცილებდნენ როვენსკის ეპარქიის მღვდლები. მათი მეშვეობით მორწმუნეებმა გადასცეს ლავრაში მოსახსენიებლები და ფინანსური დახმარება.
„ჰუმანიტარული ტვირთების წყალობით, რომელიც სვიატოგორსკის ლავრაში მიემართება, მონასტერი არა მარტო უზრუნველყოფს თავის მაცხოვრებლებს და დევნილებს, არამედ ეხმარება მიმდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებსაც“, - ნათქვამია უწყებაში.
როგორც მჟკ წერდა, მანამდე სვიატოგორსკის ლავრაში მიიტანეს დახმარება უმე-ს დნეპროპეტროვსკის ეპარქიიდან.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.