მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვრის ამაღლებას აღნიშნავენ
უფლის ჯვრის ამაღლება, ხატის ფრაგმენტი. ფოტო: pravlife.org
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის ძვირფასი და მაცოცხლებელი ჯვრის ამაღლებას - ქრისტიანთა 12 უმნიშვნელოვანესი დღესასწაულიდან ერთ-ერთს.
ამაღლებისთვის მკაცრი მარხვა დაწესდა - უფალი იესო ქრისტეს ჯვარზე ტანჯვის აღსანიშნავად.
ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ მე-4 საუკუნის მოვლენებს, როდესაც წმიდა თანასწორთა მოციქულთა დედოფალმა ელენემ იპოვა ჯვარი, რომელზეც უფალი აღესრულა.
მას შემდეგ, რაც მოხდა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მოვლენები - ქრისტეს ჯვარცმა, დაკრძალვა, აღდგომა და ამაღლება, დაიკარგა წმიდა ჯვარი, რომელიც მაცხოვარი აღესრულა. 70 წელს რომაული ჯარების მიერ იერუსალიმის განადგურების შემდეგ, უფლის მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული წმინდა ადგილები დავიწყებას მიეცა და ზოგიერთ მათგანზე წარმართული ტაძრები აშენდა.
წმიდა ჯვრის აღმოჩენა წმინდა იმპერატორ კონსტანტინე I დიდის დროს მოხდა. IV საუკუნის ეკლესიის ისტორიკოსების ცნობით, კონსტანტინეს დედა, მოციქულთა თანასწორი ელენა, შვილის თხოვნით გაემგზავრა იერუსალიმში, რათა ეპოვა ადგილები, რომლებიც დაკავშირებულია ქრისტეს მიწიერი ცხოვრების მოვლენებთან, აგრეთვე წმიდა ჯვართან, რომლის სასწაულებრივი გამოჩენა წმინდა კონსტანტინესთვის მტერზე გამარჯვების ნიშანი გახდა.
წმიდა ჯვარი წარმართული ტაძრის ქვეშ მდებარეობდა. როდესაც საკურთხეველი დაინგრა, აღმოაჩინეს 3 ჯვარი, ასევე მაცხოვრის ჯვრის ფირფიტა და ლურსმნები. იმის გასარკვევად, თუ რომელი ჯვარი იყო ის, რომელზეც ჯვარს აცვეს უფალი, თითოეული ჯვარი მიადეს მძიმედ დაავადებულ ქალს და ის განიკურნა. სხვა ვერსიით, ჯვრები მიცვალებულს მიადეს და ის აღდგა. ყველა შეკრებილი ადიდებდა ღმერთს, რომელმაც მიუთითა უფლის ჯვრის ხის უდიდეს სალოცავზე და წმიდა ჯვარი იერუსალიმის ეპისკოპოსმა მაკარიუსმა აღმართა ყველას სანახავად.
VII საუკუნეში წმიდა ჯვრის აღმოჩენის ხსოვნას უკავშირდება სხვა ფაქტიც - უფლის მაცოცხლებელი ჯვრის ხის დაბრუნება სპარსული ტყვეობიდან.
614 წელს სპარსეთის მეფემ დაიპყრო იერუსალიმი და დაარბია იგი. სხვა საგანძურებთან ერთად მან სპარსეთში წაიღო უფლის მაცოცხლებელი ხის ჯვარი. სიწმინდე უცხოელებთან დარჩა თოთხმეტი წელი. მხოლოდ 628 წელს დაამარცხა იმპერატორმა ჰერაკლიუსმა სპარსელები, მშვიდობა დაამყარა მათთან და ჯვარი იერუსალიმში დააბრუნა.
დაბრუნებისთანავე სალოცავიც აღმართეს - ანუ აწიეს ისე, რომ მრავალრიცხოვან მორწმუნეებს შეეძლოთ მისი ხილვა.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.