უმე-ს სპიკერმა გააზიარა თავისი შთაბეჭდილებები ყრილობაზე
უმე-ს მონაზონთა შეკრების მონაწილეები. ფოტო: news.church.ua
საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა გააზიარა თავისი შთაბეჭდილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნების ყრილობის შესახებ, რომელიც გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს პოჩაევოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ს ლავრაში.
"ყრილობამ გამაოცა- ჩამოვიდა მრავალი იღუმენი და იღუმენია, წინამძღვრების მოადგილეები, თუმცა არა ყველა. სულ იყო 300 მონაწილე, აქედან იღუმენები და იღუმენიები- 200-მდე. იყვნენ 80 მამათა და 88 დედათა მონასტრების წარმომადგენლები, ხოლო ჩვენთან -258 მონასტერი და 56 სკიტია. ე.ი. ჩამოსვლა ყველამ ვერ მოახერხა. მაგრამ ეს იყო განსაცვიფრებელი. და, როგორც მეუბნებოდა მე მერე ზოგიერთი არქიმანდრიტი, ჩვენ ვიცოდით, რომ მონაზვნობა- ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არ ველოდით, რომ ჩვენ ასე ბევრნი ვართ",- თქვა უმე-ს სპიკერმა ვიდეოკომენტარში, რომელიც გამოქვეყნდა მის Youtube-არხზე.
მან აღნიშნა, რომ ყრილობის მონაწილეები შეეხნენ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს, და მათი ურთიერთობა ძალიან გულწრფელი იყო.
"იგრძნობოდა, რომ მათ ყველას უყვარს ეკლესია, ცხოვრობენ ეკლესიური ცხოვრებით, და სასიამოვნო იყო ასეთი თავმდაბლური სულიერი ძლევამოსილების ხილვა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ძლიერი მონაზვნობა",- აღნიშნა მღვდელმსახურმა.
პოჩაევოში მონაზვნების ყრილობა გახდა ყველაზე უდიდესი წინათ გამართულ მსგავს ღონისძიებებს შორის, და ყველა მისმა მონაწილემ აღნიშნა ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა. შესაძლებელია, შემდეგი კონფერენცია გაიმართოს მიმდინარე წელს, მაგრამ უკვე სხვა ადგილას - "მათ ყველას უნდათ რეგულარულად შეიკრიბონ", დაამატა მ. ნიკოლაიმ.
"ჩვენი მონაზვნობა - არის, და ის დიდია, ძლიერი. <...> ეს მოვლენა გარკვეულწილად ისტორიულია ჩვენი ეკლესიისათვის. და არა მარტო იმიტომ, რომ მიღებულ იქნა რაღაც მიმართვები, არა მარტო იმიტომ, რომ დავამოწმოთ ჩვენი ერთიანობა ყველამ, და უნეტარესთან ერთად, არამედ იმიტომ, რომ ისინი საუბრობენ სუფთა საეკლესიო, ღრმა სულიერ საკითხებზე.
<...>ძირითადად, ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილებებია, მიუხედავად იმისა, რომ დრო არ გვეყო ურთიერთობებისათვის, თუმცა ყველამ შეიგრძნო ამ ერთობის გემო, გაეცნენ ერთმანეთს. ღმერთმა მოგვცეს, რომ ამ ყველაფერს პოზიტიური გაგრძელება ჰქონდეს,იმიტომ რომ ეს გული, ჩვენი ეკლესიის სულიერი დასაყრდენია",- დაასრულა უმე-ს სპიკერმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 15 ივლისს პოჩაევოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ლავრაში ჩატარდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნების ყრილობა.
ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.
კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა
ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.
პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა
„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.
სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს
სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.
ეკლესია წმინდა იოაკიმე და ანას მოიხსენებს
წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ.