ხელისუფლების თეზისი რელიგიური პრობლემების არარსებობაზე - ბავშვური პოზიციაა

პოლიტიკური ექსპერტი რუსლან ბორტნიკი. ფოტო: facebook/Ruslan Bortnik

ხელისუფლების განცხადებები, რომ უკრაინაში არ არსებობს რელიგიური პრობლემები არის ბავშვური პოზიცია, რომელიც იწვევს აღშფოთებას მილიონობით უკრაინელში, რომელიც ამას არ ეთანხმება. ასე განმარტვა „უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ექსპერტმა რუსლან ბორტნიკმა პრეზიდენტის ოფისის მეთაურის ანდრეი ერმაკის სიტყვები იმის თაობაზე, რომ „დღეს უკრაინაში ყველა კონფესია თავს თავისუფლად და დამოუკიდებლად გრძნობს“.

„ეს არის პრეზიდენტის თეზისის განმეორება, რომ ჩვენ არ გვაქვს რელიგიური პრობლემები, - განმარტა ექსპერტმა მჟკ-თან კომენტარის დროს.  თუმცა, ეს ჰგავს თვალების დახუჭვის მცდელობას - ბავშვურ პოზიციას, რომლის დროსაც, თუ ბავშვს რაიმე ცუდის დანახვა ან მოსმენა არ უნდა, ის ხუჭავს თვალებს და იხშობს ყურებს“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ეს პოზიცია იწვევს ღრმა აღშფოთებას მილიონობით უკრაინელ მოქალაქეში, რომლებიც ასე არ მიიჩნევენ.

„დღეს უკრაინაში ზოგიერთი რელიგიური კონფესიის მოქალაქეების დისრკიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის თაობაზე ფაქტიურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს, ამაზე საუბრობს მთელი საზოგადოება. ცუდია, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ამას ვერ ამჩნევს“, - დაამატა რუსლან ბორტნიკმა.

შეგახსენებთ, ადრე რუსლან ბორტნიკმა განმარტა, რატომ არის უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტის ოფისის მეთაურის ანდრეი ერმაკის შეხვედრა ფანარიონის იერარქთან.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.