ალექსანდრიის საპატრიარქოში ქალი დიაკვნად „აკურთხეს“

დიაკონი ანჟელიკა აკურთხებს მრევლს. ფოტო: orthodoxdeaconess.org

2024 წლის 2 მაისს, დიდ ხუთშაბათს, ალექსანდრიის ზიმბაბვეს მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (კიკოტისმა) ანჟელიკა მოლენი „აკურთხა“ დიაკვნად.

ვებგვერდი orthodoxdeaconess.org, სადაც ეს ინფორმაცია განთავსდა, იუწყება, რომ ასეთი „ისტორიული მოვლენა ვერ მოხდებოდა ალექსანდრიის ეკლესიის წმინდა სინოდისა და პატრიარქ თეოდორეს თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე“.

დიაკონი ანჟელიკა მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ზიმბაბვეს მართლმადიდებელი ახალგაზრდობის მოსაზიდად და მის საზოგადოებაში პასტორალური მზრუნველობის საფუძვლების დასამკვიდრებლად.

მან მოაწყო საეკლესიო სკოლა, დედათა ჯგუფები და ახალგაზრდული შეხვედრები. ვებსაიტის orthodoxdeaconess.org-ის ინფორმაციით, ანჟელიკა „აგრძელებს საუნივერსიტეტო განათლებას“ და „სწავლობს გეოგრაფიასა და ეკოლოგიას, აყენებს დედამიწის სიწმინდეს თავის სამუშაოს წინა პლანზე“.

მისი სიტყვებით, „დედამიწა არის ღვთის წმინდა საჩუქარი. ჩვენ უნდა დავიცვათ იგი ზიანისგან და ვიცხოვროთ მცენარეებთან, ცხოველებთან და ყველა ცოცხალ არსებებთან ჰარმონიაში“.

კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს ხელდასხმისას, ანჟელიკამ უპასუხა: „თავდაპირველად ვნერვიულობდი, როცა საკურთხეველში შევედი, მაგრამ როდესაც მიტროპოლიტმა სერაფიმემ საკურთხეველში შესვლის კურთხევა მომცა, ჩემი დიაკვნად კურთხევის მოსამზადებლად, ეს გრძნობები გაქრა და თავი კომფორტულად ვიგრძენი, მივხვდი, რომ მზად ვიყავი".

მიტროპოლიტმა სერაფიმემ აფრიკაში დიაკონი ანჟელიკას მომავალი როლის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ „ის გააკეთებს იმას, რასაც დიაკვანი აკეთებს წირვა-ლოცვაზე და ყველა ზიარებაზე ჩვენს მართლმადიდებლურ მსახურებაზე“.

ამავე ვებსაიტზე orthodoxdeaconess.org ხაზს უსვამს, რომ დიაკონ ანჟელიკას შემთხვევაში საუბარია კონკრეტულად ხელდასხმაზე: „აკურთხეს დიაკონი ანჟელიკა, რაც აღნიშნავს დიაკონის ინსტიტუტის სამოციქულო ტრადიციის დაბრუნებას“.

უკვე 4 მაისს, დიდ შაბათს, მიტროპოლიტმა სერაფიმემ დიაკონი ანჟელიკა აამაღლა მთავარდიაკონის ხარისხში.

ადრე მჟკ წერდა, რომ ქსელმა აჩვენა, თუ როგორ ასწავლიდა მეუ-ს სასულიერო პირი გოგონას ეკლესიაში დიაკვნად მსახურებას.

 

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.