უმე-ს წინამძღვარმა კიევ-პეჩორის ლავრაში უხელმძღვანელა სააღდგომო ღვთისმსახურებას
2024 წლის აღდგომა. ფოტო: УПЦ
2024 წლის 5 მაისის ღამეს, ქრისტეს წმინდა აღდგომის კვირას, უკრაინის მართლადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის ნეტარმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ჩაატარა სააღდგომო ცისკრისა და წმინდა იოანე ოქროპირის სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია კიევ-პეჩორის წმინდა მიძინების ლავრის ღირსი აღაპიტ პეჩორელის სახელობის ტაძარში,-იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
წინამძღვართან ერთად იმსახურეს უმე-ს ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა,მაკაროვსკის მიტროპოლიტმა ანტონმა, ვასილკოვის მიტროპოლიტმა იოასაფმა, ბელგოროდის არქიეპისკოპოსმა სილვესტერმა, ირპენის ეპისკოპოსმა ლავრმა, ბოროდიანკის ეპისკოპოსმა მარკმა,ასევე სასულიერო წოდების სტუმრებმა და მონასტრის სამღვდელოებამ.
საეკლესიო საგალობლები სამიტროპოლო და კიევის სასულიერო სკოლების სტუდენტთა გუნდებმა შეასრულეს.
უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ეკლესიის მრევლს მოულოცა ქრისტეს აღდგომა და დაურიგა სააღდგომო საჩუქრები.
ტრადიციულად ღვთისმსახურებმა სახარება წაიკითხეს სხვადასხვა ენებზე.
ლიტურგიის მსვლელობისას კიევ-პეჩორის ლავრაში შემოიტანეს წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძრიდან. წინამძღვარი სიწმინდეს შეხვდა ტაძრის შესასვლელთან, რის შემდეგაც მისგან კანდელი აანთო. წმინდა ცეცხლი იქ მყოფ მორწმუნეებს გადასცეს.
ლიტურგიის დასასრულს მიტროპოლიტმა ონოფრემ აკურთხა სააღდგომო არტოსი. შემდეგ უმე-ს წინამძღვარმა ნაკურთხი წყალი აპკურა მორწმუნეებს და მათ სააღდგომო კალათებს.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს
მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.