ლავრაში ბზობის კვირას სადღესასწაულო ღვთისმსახურებები აღასრულეს
კიევ-პეჩერის ლავრაში უფლის იერუსალიმში შესვლის მსახურებას ხელმძღვანელობდა უმე-ის პრიმატი. ფოტო: УПЦ
2024 წლის 28 აპრილს, ბზობის კვირას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, კიევ-პეჩერის მიძინების ლავრაში ჩატარდა რამდენიმე სადღესასწაულო ლიტურგია. ღირსი აღაპიტე პეჩერელის ტაძარში ასობით მორწმუნე ლოცულობდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრესთან ერთად, იუწყება საიტი lavra.ua.
კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც ღიაა ერისთვის - ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის, ვერ იტევდა ყველა მომლოცველს. ქრისტიანებს ტაძრის გარეთ აზიარებდნენ.
სავანის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში დილის საღმრთო ლიტურგია ახლო მღვიმეთა ზედამხედველმა, არქინადრიტმა იოანემ აღავლინა.
სახარების წაკითხვის შემდეგ მიტროპოლიტმა ონოფრემ ქადაგებით მიმართა ლავრის მრევლს და უამრავ მომლოცველს უფლის იერუსალიმში შესვლის სახარებისეული ამბავი მოუყვა. „ღმერთი შეგვეწიოს, ძვირფასო ძმებო და დებო, მორჩილებაში უფლისა და ერთმანეთის მიმართ, უფლისადმი მადლიერებაში და მაშინ ღვთის მადლი შეგვეწევა ყველა ამქვეყნიური შეჭირვების გადალახვაში და ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაში!“ - ისურვა მან.
ღვთისმსახურების დროს საგანგებო ლოცვები აღევლინა უკრაინაში მშვიდობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობისთვის.
უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ დიაკვნად აკურთხა კიევის სასულიერო აკადემიის სტუდენტი.
ლიტურგიის დროს ქრისტეს წმინდა ნაწილებს ეზიარებოდა მრევლი და უამრავი მომლოცველი, რომლებიც ამ დღისთვის ჩამოვიდნენ ლავრაში, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე.
ღვთისმსახურებების დასრულებისას მღვდელმსახურებმა აკურთხეს ბაია, მომლოცველებს კი ნაკურთხ წყალს ასხურებდნენ.
უმე-ს მმართველმა მადლობა გადაუხადა ლოცვისთვის სასულიერო პირებს, მრევლს და მომლოცველებს, ყველას მიულოცა ბზობის კვირის საუფლო დღესასწაული და ღმერთს მრევლის დალოცვა შესთხოვა.
წინა საღამოს იმავე ლავრის ტაძარში უნეტარესმა წინასადღესასწაულო ლოცვა, სადღესასწაულო ლიტია ჩაატარა. წინასადღესასწაულო ლოცვა საძმოსთან ერთად სავანის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა აღავლინა.
როგორც მჟკ წერდა, ლაზარეს შაბათს უნეტარესმა ლიტურგია კიევ-პეჩერის ლავრაში აღავლინა.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.